მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნუკრი შოშიაშვილი: ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკების ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე შეირყეს
ნუკრი შოშიაშვილი: ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკების ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე შეირყეს

ნუკრი შოშიაშვილი: ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკების ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე შეირყეს

იმედი|imedinews.ge

ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკების ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე შეირყეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა.

შოშიაშვილის თქმით, ნაურუ არის პატარა სახელმწიფო, რომელიც ძირითადად პრაგმატული პოლიტიკით გამოირჩევა იმ გაგებით, რომ ის ყიდის საკუთარ იურიდიულ აღიარებებს და მას არაერთხელ უქნია ასეთი სხვა სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაშიც.

„თავის დროზე, ცნობილია, რომ ეს აღიარება მან გაცვალა 50 მილიონ დოლარზე. რუსეთმა შესთავაზა ეს. ახლა ვხედავთ, რომ რუსეთს გარკვეულწილად სანქციები აქვს. ასევე უნდა ვთქვათ, ნაურუ დამოკიდებულია ავსტრალიაზე, ხოლო შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის სახელმწიფოები, რომლებმაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიარეს, ისინი გარკვეულწილად დასანქცირებულები უნდა იყვნენ. მგონია, რომ ერთი მხრივ რუსული გავლენები ამ რეგიონში არის შესუსტებული და ნაურუ, როგორც პრაგმატული, პატარა სახელმწიფო ცდილობს საკუთარი პოლიტიკა რაღაცნაირად გადააწყოს. მეორე, აბსოლუტურად პრაგმატული მიზეზებია, რომ არ უნდა რუსეთის სანქციებს შეუერთდეს და არ შეეხოს რუსული სანქციები არც ნაურუს.

ამიტომ, ეს ერთი მხრივ არის ქართული დიპლომატიის გამარჯვება, მაგრამ მეორე მხრივ, ახლა არის შანსი, რომ სირიაშიც და კიდევ სხვა სახელმწიფოებმა, რომლებმაც თავის დროზე აღიარეს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, გამოიწვიონ ეს აღიარებები. ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკების ლეგიტიმაცია შეირყეს საერთაშორისო დონეზე. ამიტომ, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“, - აღნიშნა მან.

ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღო. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 21 ივლისით თარიღდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია

გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ

გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

იმედი