
ნუკრი შოშიაშვილი: ევროპა თავის თავს ყოველთვის კულტურულად და ეკონომიკურად უპირატესად მიიჩნევდა, რომელსაც უნდა დაემორჩილონ სხვა სახელმწიფოები, როგორც რელიგიური მოწიწებით. როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, არის ხელისუფლებასთან კავშირების აღდგენის მცდელობა
როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, რეალურმა გეოპოლიტიკურმა სურათმა თავისი შედეგი გამოიღო ქართველ საზოგადოებაში, მიდის აბსოლუტურად სწორი გადათამაშება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არის ხელისუფლებასთან კავშირების აღდგენის მცდელობა და იმის გაგება, რომ ქართულმა ხელისუფლებამ საკუთარი რიტორიკა მარტივად შეცვალა.
„ევროპა თავის თავს ყოველთვის კულტურულად და ეკონომიკურად უპირატესად მიიჩნევდა, რომელსაც უნდა დაემორჩილონ სხვა სახელმწიფოები, როგორც რელიგიური მოწიწებით. როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, რეალურმა გეოპოლიტიკურმა სურათმა თავისი შედეგი გამოიღო ქართველ საზოგადოებაში, მიდის აბსოლუტურად სწორი გადათამაშება. არის ხელისუფლებასთან კავშირების აღდგენის მცდელობა. მან [ხელისუფლებამ] განაცხადა, რომ მზად არის და ურთიერთობების გადატვირთვის მომხრეა. ევროინტეგრაციის მსურველები ბევრნი არიან, მათ შორის „ქართულ ოცნებაში“. უპირატესობისკენ, რომელიც ევროკავშირს აქვს და რაც მისმა სიხისტემ დააზარალა, ხდება შემობრუნება და გადატვირთვა“, - აღნიშნა შოშიაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge