
„ოდისეას“ მეკობრული ვერსია ინტერნეტში მოხვდა
კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ინტერნეტში აიტვირთა - სრული ფილმი HD-ხარისხში სოციალურ ქსელ X-ში გამოჩნდა და სულ რაღაც 2,5 საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. საავტორო უფლებების მფლობელების საჩივრის შემდეგ პოსტი წაშალეს, ხოლო ანგარიში, რომელმაც ფილმი განათავსა, დაბლოკეს. მომდევნო დღეს ქსელში კიდევ ერთი, შედარებით დაბალი ხარისხის ვერსია გამოჩნდა, თუმცა ისიც სწრაფად წაშალეს.
„ოდისეა“ გახდა პირველი ფილმი ისტორიაში, რომელიც სრულად 70-მილიმეტრიან IMAX-ის ფირზეა გადაღებული. კრისტოფერ ნოლანი არაერთხელ უსვამდა ხაზს, რომ ნამუშევარს სწორედ გიგანტური ეკრანებისთვის ქმნიდა, სადაც გამოსახულების მაქსიმალური დეტალიზაციის დანახვაა შესაძლებელი. ამიტომ მეკობრული ასლის სმარტფონსა თუ ნოუთბუქში ყურება მაყურებელს, ფაქტობრივად, ფილმის მთავარ თავისებურებას უკარგავს.
თუმცა, როგორც ჩანს, გაჟონვას კინოგაქირავებისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია. მეორე უქმეებზე „ოდისეამ“ 215 მილიონი დოლარი დააგროვა, ფილმის გლობალურმა შემოსავლებმა კი უკვე 640 მილიონს მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ კინოთეატრებში ფილმის ნახვის ინტერესი კვლავ ძალიან მაღალია.
იმედი
წყარო: imedinews.ge
