
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები ქაშვეთის ტაძართან იკრიბებიან
იმედი|imedinews.ge
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები ქაშვეთის ტაძართან იკრიბებიან.
11:00 საათზე, ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც.
სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge