მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ონკოლაინ ჯორჯია“: ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის - მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე, ასევე მოვუწოდებთ სიუჟეტის სპონსორებსა და პარტნიორებს, მათ შორის Betsson Sport-სა და TBC Bank-ს, საჯაროდ განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება მსგავსი შინაარსის მიმართ
„ონკოლაინ ჯორჯია“: ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის - მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე, ასევე მოვუწოდებთ სიუჟეტის სპონსორებსა და პარტნიორებს, მათ შორის Betsson Sport-სა და TBC Bank-ს, საჯაროდ განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება მსგავსი შინაარსის მიმართ

იმედი|imedinews.ge

კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გმობენ ბოლო პერიოდში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელშიც ლეიკემია — სიცოცხლისთვის საშიში ონკოლოგიური დაავადება — და მისი მქონე ადამიანების მკურნალობის შედეგად დამდგარი თმის ცვენა დაცინვისა და სიცილის საგნად იქცა.

„კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია" გმობს ბოლო პერიოდში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელშიც ლეიკემია — სიცოცხლისთვის საშიში ონკოლოგიური დაავადება — და მისი მქონე ადამიანების მკურნალობის შედეგად დამდგარი თმის ცვენა დაცინვისა და სიცილის საგნად იქცა.

თმის ცვენა ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მძიმე გვერდითი მოვლენაა. ის არ არის ხუმრობის თემა — ეს იმ ადამიანების რეალობაა, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან. დაავადებაზე და მის ხილულ კვალზე სიცილი არ არის იუმორი. ეს არის ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანის ღირსების შელახვა და მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაღრმავება.

ჩვენ არ ვართ იუმორის წინააღმდეგ. ჩვენი პაციენტებიც ხშირად სწორედ იუმორით უმკლავდებიან ყველაზე მძიმე დღეებს. მაგრამ ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის. პირველი ეხმარება, მეორე — აზიანებს.

მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის გიორგი კალატოზსა და ნიკა შევარდნაძეს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე და გაიაზრონ თავიანთი ნათქვამის რეალური ფასი.

ასევე მოვუწოდებთ სიუჟეტის სპონსორებსა და პარტნიორებს, მათ შორის Betsson Sport-სა და TBC Bank-ს, საჯაროდ განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება მსგავსი შინაარსის მიმართ და გადახედონ, რა ღირებულებებს უჭერენ მხარს თავიანთი დაფინანსებით.

ონკოპაციენტები იმსახურებენ პატივისცემას, თანადგომასა და ღირსებას — და არა გასართობ კონტენტად ქცევას.

მთელი კიბოს პაციენტთა ორგანიზაცია შეძრწუნებული ვართ ჩვენდამი ამგვარი დამოკიდებულებით. ვითხოვთ, რომ ყველა მხარემ გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი