მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. OpenAI-მ მოწინავე მოდელების სწავლება მას შემდეგ შეანელა, რაც მისმა ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა კონტროლი დაკარგეს და ჰაკერული შეტევა მოაწყვეს
OpenAI-მ მოწინავე მოდელების სწავლება მას შემდეგ შეანელა, რაც მისმა ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა კონტროლი დაკარგეს და ჰაკერული შეტევა მოაწყვეს

OpenAI-მ მოწინავე მოდელების სწავლება მას შემდეგ შეანელა, რაც მისმა ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა კონტროლი დაკარგეს და ჰაკერული შეტევა მოაწყვეს

იმედი|imedinews.ge

OpenAI-ში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლება შეანელეს. კომპანიაში განმარტეს, რომ შეზღუდვები ბოლო დროს მომხდარი ინციდენტის ფონზე დაწესდა, როდესაც მისმა AI-აგენტებმა პლატფორმაზე Hugging Face ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს.

OpenAI-ის განცხადებით, ყველაზე დაწინაურებული მოდელების განმტკიცებით სწავლებაში ორკვირიანი პაუზა გამოცხადდა.

„მოწინავე მოდელების შესაძლებლობები სწრაფად იზრდება. ჩვენ მათ უნდა გავუსწროთ იმ ნაწილში, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

OpenAI-მ ასევე დადო პირობა, რომ სწავლების ძველი მასშტაბით სრულფასოვნად განახლებამდე უსაფრთხოების დამატებით შემოწმებებს დანერგავს.

ივლისის შუა რიცხვებში OpenAI-ის ორმა AI-მოდელმა Hugging Face-ის სატესტო პლატფორმის ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული შეტევა განახორციელა. მოგვიანებით კომპანიაში განაცხადეს, რომ ინციდენტი დეველოპერების მიერ ამოცანის არასწორად დასახვის გამო მოხდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

იმედი

ტრამპის ადმინისტრაცია ღაზისთვის $206 მილიონის გამოყოფას გეგმავს

ტრამპის ადმინისტრაცია ღაზისთვის $206 მილიონის გამოყოფას გეგმავს

იმედი

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

იმედი

ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ღვინის ტური გაიმართა

ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ღვინის ტური გაიმართა

იმედი