მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელმა ტესტირებისას დამოუკიდებლად „უპრეცედენტო“ კიბერშეტევა წამოიწყო
OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელმა ტესტირებისას დამოუკიდებლად „უპრეცედენტო“ კიბერშეტევა წამოიწყო

OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელმა ტესტირებისას დამოუკიდებლად „უპრეცედენტო“ კიბერშეტევა წამოიწყო

იმედი|imedinews.ge

კომპანია OpenAI-მ განაცხადა, რომ გასულ კვირას, უსაფრთხოების შემოწმებისას, მისი მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე ბაზირებული ავტონომიური აგენტი კონტროლიდან გამოვიდა, ინტერნეტში შეაღწია და მესამე მხარის კომპანიის ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევა განახორციელა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კომპანია თავისი ყველაზე სრულყოფილი მოდელების შესაძლებლობებს კონტროლირებად გარემოში ტესტავდა. თუმცა პროცესში AI-მოდელმა თავი დააღწია იზოლირებულ სატესტო სეგმენტს, გავიდა გლობალურ ქსელში და ჰაკერული შეტევა განახორციელა სტარტაპ Hugging Face-ზე.

AI-ის დეველოპერმა ამ ინციდენტს კიბერსივრცეში უპრეცედენტო საგანგებო შემთხვევა უწოდა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მექანიზმებს გააძლიერებს.

Hugging Face არის პლატფორმა, რომელიც ღია კოდის მქონე დიდი ენობრივი მოდელებისა და მონაცემთა ბაზების განსათავსებლად გამოიყენება. მისმა თანადამფუძნებელმა, კლემან დელანგმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ კომპანია ეჭვობდა, რომ შეტევის უკან ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი ლაბორატორია შეიძლებოდა მდგარიყო, რადგან ნათელი იყო, რომ ის მაღალი სირთულის სისტემის მიერ იყო განხორციელებული.

„აღმოჩნდა, რომ ასეც არის! ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი AI-მ სრულიად დამოუკიდებლად განახორციელა!“, - დაწერა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

იმედი

ივანე აბაშიძე: საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, როგორც დაკავშირებადობის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის თვალსაზრისით, ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მთავარი საკითხი იქნება

ზურაბ პატარაძე: ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, შუა დერეფანი, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი, ახალი კონტაქტები და ტვირთბრუნვის გაზრდა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი