მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა.

კონცერტში მონაწილეობდნენ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. პროგრამის ფარგლებში შესრულდა საგუნდო მუსიკა და გუსტავ მალერის სიმფონია №10 (დერიკ კუკის რედაქცია).

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მიხარია, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილი ფესტივალი ასეთი წარმატებული კონცერტით გაიხსნა. მადლობას ვუხდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნდობისა და ლოცვა-კურთხევისთვის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელებს, სვიმონ ჯანგულაშვილს და ზვიად ბოლქვაძეს საინტერესო პროგრამისა და თავდაუზოგავი შრომისთვის. ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, მთელი წლის განმავლობაში, ფესტივალი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მიანიჭებს ათასობით მსმენელს. მადლობას ვუხდი დღევანდელი საღამოს ყველა მონაწილეს და მსმენელებს იმ ემოციისთვის, რომელმაც ეს დღე მართლაც განსაკუთრებული გახადა“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფესტივალის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო -1700“ ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება. მათში ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, სოლისტები, ანსამბლები, საგუნდო კოლექტივები და ორკესტრები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელები სვიმონ ჯანგულაშვილი და ზვიად ბოლქვაძე არიან.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი