მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოპოზიციაში დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის - ნიკა გვარამიას ანა წითლიძე დაუპირისპირდა
ოპოზიციაში დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის - ნიკა გვარამიას ანა წითლიძე დაუპირისპირდა

ოპოზიციაში დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის - ნიკა გვარამიას ანა წითლიძე დაუპირისპირდა

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციაში დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. ნიკა გვარამიას ანა წითლიძე წითლიძე დაუპირისპირდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარტია „ახლის“ ლიდერს გარიგებებში, მიხეილ სააკაშვილისთვის ხმების წართმევის მცდელობასა და ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს.

„ვისაც არ გვიღალატია ციხეში მჯდომი პრეზიდენტისთვის, იმის გამოსწორებას ვცდილობთ, რაც ნიკა გვარამიამ გააფუჭა ამ 14 წლის განმავლობაში.

ხომ არ დაავიწყდა, 14 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი რომ მშიერი იყო და შიშველი ხელებით იბრძოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თავად რამდენს იღებდა ხელფასს ჯერ „რუსთავი 2“-ში და შემდეგ „მთავარში“!

რა პრეტენზია აქვს ნიკა გვარამიას, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე გილაურისგან, ანუ ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსდებოდა?! ხომ არ იყო ეს შემთხვევით გარიგება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წაერთმიათ ხმები?

ძალიან ვწუხვარ, რომ ფაქტობრივად, ჩერგოლეიშვილის როლი მოირგეს“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

მანამდე პოსტები გამოაქვეყნეს ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილი „ნაციონალი“ პარტიას დაუპირისპირდა. „პარტიაში ვითარება აშკარად ასრიალდა“, - სოციალურ ქსელში დაწერა ნიკა გვარამიამ.

პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ იდეა და იდეალისტი ხალხი იმარჯვებს და არა ინტერესები და ფული. მას იმედი აქვს, რომ მღვრიე წყალი დაიწმინდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

იმედი