მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ორბანმა მხარდამჭერებს ფართომასშტაბური „ეროვნული წინააღმდეგობის“ მოძრაობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა
ორბანმა მხარდამჭერებს ფართომასშტაბური „ეროვნული წინააღმდეგობის“ მოძრაობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა

ორბანმა მხარდამჭერებს ფართომასშტაბური „ეროვნული წინააღმდეგობის“ მოძრაობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა

იმედი|imedinews.ge

უნგრეთი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუმინეთში, ბაილე-ტუშნადის საზაფხულო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას „ფიდესის“ ახალი სტრატეგია წარადგინა. მან მხარდამჭერებს ფართომასშტაბური „ეროვნული წინააღმდეგობის“ მოძრაობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის „ტისას“ მთავრობის წინააღმდეგ, რომლის მმართველობასაც ორბანმა „სულ უფრო ავტორიტარული“ უწოდა.

ორბანის მტკიცებით, ახლა თვითკრიტიკის დრო არ არის და ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარი როლი ძირეულად უნდა გადაიაზროს. მისი თქმით, „ფიდესმა“ საქმიანობა მხოლოდ საპარლამენტო ჩარჩოებით არ უნდა შეზღუდოს და გარდაიქმნას ფართო სამოქალაქო მოძრაობად, რომელიც გაერთიანდება იმ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან, ვინც იცავს თავისუფლებას.

„ტისას“ ახალმა მთავრობამ პოზიციების განსამტკიცებლად სწრაფად მიმართა მასშტაბურ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებს - მათ შორის დააწესა შეზღუდვები, რომლებიც ორბანს პოსტის ხელახლა დაკავების უფლებას ართმევს, ხოლო დეპუტატებისთვის 12-წლიანი ლიმიტი შემოაქვს. ეს რეფორმები, „ფიდესის“ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებთან ერთად, ორბანმა პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიად შეაფასა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, ქვეყნის ეფექტიანი მართვა კი არა, „ტისას“ კონკურენტების დასუსტებაა.

მან ბოდიში მოიხადა „ფიდესის“ ყოფილი წევრის, მადიარის დაწინაურების გამო და ის პარტიის ყველაზე დიდ შეცდომად მოიხსენია.

ექს-პრემიერმა „ტისას“ მთავრობას მზარდი ეკონომიკური პრობლემები უწინასწარმეტყველა და განაცხადა, რომ მის პოლიტიკას მყარი საყრდენი არ გააჩნია. ორბანის ვარაუდით, შემოდგომისთვის ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეექმნება მაღალი ენერგომატარებლების, დეფიციტისა და ეკონომიკური წნეხის გამო, რაც ნათლად გამოაჩენს მისი მართვის უუნარობას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Bloomberg: არქტიკაში მდებარე რუსეთის ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს

Bloomberg: არქტიკაში მდებარე რუსეთის ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს

იმედი

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

იმედი

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

იმედი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი