მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას
ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკური მონაცემების პორტალის და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიშის ფორმით მონაცემების მიწოდება ამარტივებს ინფორმაციის დამუშავებას, - განაცხადა ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ სებ-ის ახალი ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მსგავსი პორტალები მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს როგორც პროფესიონალებს, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რადგან მონაცემების დამუშავებისა და შემდგომი ანალიზის გამარტივების შესაძლებლობას იძლევა. მისი შეფასებით, სისტემატიზებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამცირებს მონაცემების დამუშავებისას შეცდომების რისკს და აუმჯობესებს ანალიტიკური მასალების ხარისხს. ანგურიძის თქმით, რაც უფრო სრულყოფილი იქნება ინფორმაციის მიწოდება, მით უფრო გაიზრდება საზოგადოების ინფორმირებულობა და მომზადებული ანალიტიკური მასალების ხარისხიც.

„ასეთი ტიპის პორტალები ძალზე მნიშვნელოვანია პროფესიონალებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის. მსგავსი ტიპის დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება საგრძნობლად ამარტივებს უკვე შემდგომ ამ ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად დამუშავებას და დახვეწას. რაც მთავარია, ეს სიახლე მონაცემების დამუშავებისას გამორიცხავს შეცდომებს და ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს“, - განაცხადა ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ

ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ

იმედი

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია

სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚

სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚

იმედი