მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია
პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია

პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია

იმედი|imedinews.ge

აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის (PEFA) ძველი შეფასებით, ახალი არ გამოქვეყნებულა, აუდიტის სამსახურმა უმაღლესი ქულა მიიღო.

„ქალბატონებო და ბატონებო, ბატონმა გიორგიმ ამომწურავად ისაუბრა ჯერ კომიტეტზე და შემდეგ სესიაზე, ამიტომ არ გავმეორდები. ჯერ მოგახსენებთ, რას წარმოადგენს დღეს აუდიტის სამსახური და შემდეგ შევეცდები რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი გავცე.

აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“ და უკვე რვა წელიწადია, ეს კომპანიები დებენ უპირობო დასკვნებს, ანუ ყველაზე მაღალ შეფასებას.

ევროკომისიის თხოვნით, მსოფლიო ბანკმა (PEFA) გააკეთა შეფასებები - ახალი არ გამოქვეყნებულა, თუმცა ძველი შეფასებით აუდიტის სამსახურმა მაქსიმალური ქულა მიიღო. აქვე აღიარებაა ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა სთხოვეს, აუდიტი გაუკეთოს მათ შესრულებებს საქართველოში. მეტი აღიარება რა უნდა იყოს?!

ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი დღეს, მხარი დავუჭირეთ და გთხოვთ, თქვენც დაუჭიროთ მხარი დადგენილებას, სადაც ცნობად იქნება მიღებული აუდიტის სამსახურის ანგარიში“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გავხდეთ სხვისი ომების პოლიგონი და შევინარჩუნოთ მშვიდობა - ერთადერთი ლოგიკური არჩევანია ამ ქაოსში. ეს არ არის ვინმეს შიში, ეს არის უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა

იმერეთი „გემოფესტისთვის“ ემზადება

იმერეთი „გემოფესტისთვის“ ემზადება

იმედი

მარკო რუბიო: ტრამპს და პუტინს ალასკაზე არაფერზე მოულაპარაკებით

მარკო რუბიო: ტრამპს და პუტინს ალასკაზე არაფერზე მოულაპარაკებით

იმედი