მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა
პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა

პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა

იმედი|imedinews.ge

აუდიტის სამსახური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა, რასაც საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს - PEFA-სგან სამსახურს მაქსიმალური შეფასება აქვს მიღებული. უკვე მერვე წელია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური გარე აუდიტის „დიდი ოთხეულიდან“ უპირობო დასკვნას იღებს. სამსახურის წარმატებას ხაზს უსვამს ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა მას საქართველოში მათ მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტი ანდეს, - განაცხადა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროპული სტანდარტების შესაბამისია, ევროპაში კი აუდიტის სამსახურს ოპოზიციაც და უმრავლესობაც ერთნაირად უფრთხილდება.

„ევროპაში აღნიშნავენ, რომ აუდიტის სამსახური პარლამენტის „თვალებია“. აუდიტის სამსახურს ასეულობით აუდიტორი ჰყავს, რომლებიც ფინანსებს ამოწმებენ და დასკვნას დებენ. ეს დასკვნა თქვენ, ოპოზიციას გჭირდებათ. გვჭირდება ჩვენ, მთავრობას სჭირდება და აუდიტის სამსახური სრულყოფილად უნდა მუშობდეს. საქართველოს აუდიტის სამსახური, რომელიც გერმანულ მოდელს ეფუძნება, რეკომენდაციებს გასცემს და მას სადამსჯელო ფუნქცია არ გააჩნია“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.

დღეს პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში განიხილა და ცნობად მიიღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი