მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა კვიჟინაძე: სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებით, ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წესრიგშია
პაატა კვიჟინაძე: სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებით, ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წესრიგშია

პაატა კვიჟინაძე: სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებით, ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წესრიგშია

იმედი|imedinews.ge

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი. ევროკომისიის ბოლო ანგარიშით, თუ შევადარებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, 2025 წელს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ირლანდიის შემდეგ, მეორე ადგილზეა, 2026 წლის პროგნოზით კი - პირველზე. ასევე, პირველ ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. თუ შევადარებთ ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-6, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ასევე, მთავრობის ვალის სიმცირით საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-7 და კანდიდატ ქვეყნებში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებითაც წესრიგშია, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას.

პაატა კვიჟინაძემ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტში აუთვისებელ თანხებზეც. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ მხრივ პრობლემა არსებობს, რის მიზეზებზეც ისაუბრა როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს, თავის გამოსვლაში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

„შესაბამისი დავალებები გაცემულია და დასახულია პრობლემის მოგვარების გზები“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

დღეს პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის 2025 წლის შესრულების ანგარიში დაამტკიცა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება