მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალია იუკნევიჩიენეს მხრიდან სამი ტელეკომპანიის სანქცირების მოთხოვნაზე: ეს არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე. როდესაც პოლიტიკოსი რაღაცას აცხადებს, ამის უკან აუცილებლად უნდა იდგეს ფაქტობრივი გარემოებები
პაატა სალია იუკნევიჩიენეს მხრიდან სამი ტელეკომპანიის სანქცირების მოთხოვნაზე: ეს არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე. როდესაც პოლიტიკოსი რაღაცას აცხადებს, ამის უკან აუცილებლად უნდა იდგეს ფაქტობრივი გარემოებები

იმედი|imedinews.ge

თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, სადაც სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირებაზეც არის საუბარი. პაატა სალიას თქმით ბრალდებები, რომელიც ანგარიშშია, უსაფუძვლო და უარგუმენტოა.

„საფუძვლად ასახელებენ, რომ ეს ტელევიზიები პროპაგანდისტული არხებია. როდესაც პოლიტიკოსი რაღაცას აცხადებს, ამის უკან აუცილებლად უნდა იდგეს ფაქტობრივი გარემოებები. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე და სხვა არაფერი. დაასახელონ კონკრეტული ფაქტები. მე პირადად გადამოწმებული მაქვს და საქართველოში არც ერთ ტელევიზიას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მსოფლიოში მიმდინარე რომელიმე სხვა მოვლენასთან დაკავშირებით ფაქტები არ გაუშუქებია იმისგან განსხვავებით, როგორც ამას აშუქებს მთელი მსოფლიო მედია. დაასახელონ, როდესაც რუსეთის არმიამ რომელიღაცა ქალაქი აიღო, ამასთან დაკავშირებით „იმედმა“ ან „რუსთავი 2“-მა სიუჟეტი გააკეთა და ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ყველა ის საომარი მოქმედება, ყველა ფაქტი, შეხვედრა, კონფერენცია თუ სამიტი, რაც ხდებოდა მსოფლიოში, ამ ტელევიზიების მიერ აისახება და შუქდება ისე, როგორც ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტელევიზია აკეთებს. რა შუაშია და სად არის აქ პროპაგანდა? თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ტელევიზია დროს უთმობს ადამიანებს, რომლებსაც თავისი აზრის გამოთქმა უნდათ და ეს აზრი ხშირ შემთხვევაში შეიძლება, არ ემთხვეოდეს იმას, რაც ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს, მაშინ აქ რაზეა საუბარი - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

იმედი

გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

იმედი

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

იმედი