მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალია: რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია
პაატა სალია: რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია

პაატა სალია: რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია

იმედი|imedinews.ge

„სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეფასებებისგან თავს შევიკავებ, თუმცა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია“, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გიორგი უძილაურის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობას რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ.

„ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლოს არ დაუდგენია ამ პირის ბრალეულობა, კონკრეტული საქმის დეტალებზე შეფასებებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ზოგადად ვიტყვი, რომ დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც მეზობელ რეგიონებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გააქტიურებულია ინტერესი საქართველოსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე არიან, აქტიურად მუშაობენ და ახორციელებენ პრევენციულ ღონისძიებებს. ვვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაშიც მათი მოქმედებები იყო ეფექტური, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ როლზე რეგიონში და ქვეყნის უსაფრთხოების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე:

„საქართველო ბევრი რეგიონისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, რადგან მას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილი უჭირავს. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცველები მოწოდების სიმაღლეზე არიან, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული“, -განაცხადა პაატა სალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

იმედი