მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარიზში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ქალი დაჭრა
პარიზში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ქალი დაჭრა

პარიზში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ქალი დაჭრა

იმედი|imedinews.ge

ორშაბათს დილით, პარიზში, მამაკაცი სამ ქალს თავს დაესხა და ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელს თან ორი დანა ჰქონდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე არასამუშაო საათებში მყოფმა პოლიციელმა დააკავა. მინისტრმა მის ქმედებას „გმირული ნაბიჯი“ უწოდა.

თავდასხმა დაახლოებით 11:30 საათზე, დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, პორტ დე კლიშის რაიონში მოხდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული 19, 24 და 36 წლის ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაზარალებული ორსულადაა. ლორან ნუნიესის განმარტებით, ორი ქალი სერიოზულადაა დაჭრილი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მინისტრის თქმით, დაკავებისას ეჭვმიტანილი არეულ, გაურკვეველ განცხადებებს აკეთებდა. ნუნიესმა საზოგადოებას მოუწოდა, ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავონ, ვიდრე თავდასხმის ზუსტი მოტივები დადგინდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

იმედი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

იმედი