მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა
პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა წარადგინა.

კახა ოქროჯანაშვილის განცხადებით, 2027 - 2029 წლებისთვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში, პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის საერთო საპროგნოზო მოცულობა განსაზღვრულია 102 მლნ. ლარით, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით 2026 წლის ბიუჯეტიდან ამოღებულია პარლამენტში არ შემოსული პარლამენტის 49 წევრის ხელფასი, 2027 წლის პროექტში პარლამენტის ბიუჯეტი 10,46 მლნ ლარით შემცირდა და მომავლი წლის ბიუჯეტი 91,54 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

მისივე თქმით, პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით მომუშავეთა რიცხოვნობა უცვლელია და 708 ერთეულს შეადგენს. პარლამენტის აპარატის უფროსმა კომიტეტის წევრებს ეკონომიკური მუხლების მონაცემები გააცნო.

„შრომის ანაზღაურების“ მუხლი 45,861 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით 0,3 მლნ ლარით ნაკლებია.

„საქონელისა და მომსახურების„ მუხლი, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, 0,8 მლნ ლარით არის გაზრდილი 34,080 მლნ. ლარს შეადგენს.

„გრანტების“ მუხლი უცვლელია და 0,15 მლნ ლარს შეადგენს. „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლშიც თანხა 0,9 მლნ ლარი რჩება, როგორც ეს 2026 წლის ბიუჯეტში იყო.

„სხვა ხარჯების“ მუხლში თანხა 4,511 მლნ ლარს შეადგენს და წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით ეს მონაცემი 157,00 ათასი ლარითაა გაზრდილი, რაც ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების ფასების ყოველწლიური ზრდის ტენდენციასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლს, 2027 წლისთვის 6,042 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხები მოხმარდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურის და ლიცენზიების (IT, ტელევიზია, სამეურნეო აქტივების და სხვა) მოდერნიზება/განახლება/შეძენას“, - აღნიშნა კახა ოქროჯანაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა პარლამენტის რეგლამენტის 143-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, პარლამენტის აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობითა და არსებული საპროგნოზო ტენდენციების გათვალისწინებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი