მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა წლის პირველ კვარტალში ზრდა უფრო მაღალია.

კერძოდ: I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.1%-ია. რეალური მშპ-ის ზრდა იანვარში 7.9%-ია, თებერვალში - 8.8 %, ხოლო მარტში - 10.7%. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, 2026 წლის მარტისთვის წლიური ინფლაცია 4.3%-ია, ხოლო წლიური საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 4,4%.

გიორგი კაკაურიძემ საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 867 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტის მაჩვენებელი 1 მილიარდ 723 მილიონი დოლარია, ხოლო იმპორტი - 4 მილიარდ 143 მილიონი დოლარი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 21.4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებას, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 997 ათასი იყო.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში საქართველოს 2026 წლის იანვარ–მარტის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულება მიმოიხილა.

მომხსენებელმა ყურადღება, მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების შესრულებაზე გაამახვილა. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ უწყების მხრიდან შესრულების მაჩვენებელი 91.2%-ია, ათვისებულმა თანხამ კი 55 მილიონ 500 ათას ლარს მიაღწია.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა ცნობად მიიღეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი