მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობასა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ნინო წილოსანის განცხადებით, პარლამენტში სტაჟიორების ახალი ნაკადის მიღება ახალგაზრდებისთვის პროფესიული გამოცდილების შეძენის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„პარლამენტში სტაჟიორების ახალი ნაკადი მივიღეთ. სასიხარულოა, რომ იზრდება როგორც სტაჟიორების რაოდენობა, ისე მათი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობები. მივესალმებით თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც პარლამენტში მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას და ამ გზით საკუთარი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს გაივლის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა განაცხადა, სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს და სახელმწიფო უწყებებს ნიჭიერი კადრების შერჩევაში ეხმარება.

„სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე სახელმწიფო უწყებებისთვის. ერთი მხრივ, ახალგაზრდები იღებენ იმ საბაზისო გამოცდილებას, რომელიც საჯარო სამსახურში საქმიანობისთვის აუცილებელია, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო სექტორს შესაძლებლობა ეძლევა კონკურენტულ შრომის ბაზარზე ნიჭიერი და პერსპექტიული კადრები შეარჩიოს და მომავალში დაასაქმოს“, - განაცხადა კახა ოქროჯანაშვილმა.

სტაჟირების პროგრამის მონაწილეები პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სამთვიან, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში

„იტალფარმაკო“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან შეუძლებელი არაფერია