
პარლამენტის წევრები წიგნის - „აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ პრეზენტაციას დაესწრნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები საბერძნეთში გამოცემული ქართულენოვანი წიგნის - „აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ პრეზენტაციას დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი მიესალმნენ.
„წიგნი „აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ 37 ისტორიული ტაძრის შესახებ სტატიებს აერთიანებს.
წიგნის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. პროექტის ორგანიზატორებია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი .
ღონისძიებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრები დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge