მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა
პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლას ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის სახელი მიენიჭა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას ინიციატივით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

როგორც პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნეს, ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭება სკოლისთვის მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო მოვლენაა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი თაობებისთვის ქართველი მწერლისა და განმანათლებლის შემოქმედების უკეთ გაცნობას.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა სკოლის ახალი აბრა და ეკატერინე გაბაშვილის სახელობის კაბინეტი საზეიმოდ გახსნეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭება და სკოლაში მისი სახელობის კაბინეტის გახსნა მწერლის დაბადებიდან 175 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და ეკატერინე გაბაშვილის შვილთაშვილი ზურაბ გაბაშვილი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სოფელ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • „ამბასადორი ჯგუფმა“ კაჭრეთში საავიაციო სოფელი გახსნა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“გენერალური გეგმის ახალი ხედვა წარადგინაBM.GE
  • ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2
  • ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართი სადგური აფეთქდატვ პირველი
  • ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათფორმულა
სოფელ →პარლამენტის →სახელით →

მსგავსი სტატიები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი