მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო.

ცვლილებების ძირითადი არსი კანონმდებლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ განმარტება და ღვინის საწარმოს წლიური წარმადობა 40 000-დან 25 000 ლიტრამდე მცირდება.

კანონს ემატება ახალი ტერმინი - „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“.

ზურაბ ეზუგბაიას თქმით, ტერმინი „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“ განისაზღვრება როგორც ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის - QR კოდის დატანა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელის, საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება სავალდებულო ხდება.

ეს მოთხოვნა არ გავრცელდება იმ ბუნებრივ ღვინოზე, რომელიც მცირე ზომის მარანში იქნება წარმოებული. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება სავალდებულო იქნება. ნიშანდებას ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

როგორც ზურაბ ეზუგბაიამ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა გამოსცეს ბრძანება - „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უზრუნველყოს.

საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს. აქცია იმოქმედებს მუდმივად

„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს. აქცია იმოქმედებს მუდმივად

იმედი

ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ცვლილება ამოქმედდება - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება

ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ცვლილება ამოქმედდება - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება

იმედი

„თბილის მოლის“ „კარფურის“ გენერალური მენეჯერი: პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

იმედი