მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარტია „ერთიანი ნეიტრალური” საქართველო განაგრძობს რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას. რიგით მე-8 რეგიონული ოფისის პრეზენტაცია ოზურგეთში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა
პარტია „ერთიანი ნეიტრალური” საქართველო განაგრძობს რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას. რიგით მე-8 რეგიონული ოფისის პრეზენტაცია ოზურგეთში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა

პარტია „ერთიანი ნეიტრალური” საქართველო განაგრძობს რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას. რიგით მე-8 რეგიონული ოფისის პრეზენტაცია ოზურგეთში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა

იმედი|imedinews.ge

პარტია „ერთიანი ნეიტრალური” საქართველო განაგრძობს რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას.

რიგით მე-8 რეგიონული ოფისის პრეზენტაცია ოზურგეთში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. ღონისძიებას გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

პარტიის ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობას ნეიტრალური სტატუსის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ოპტიმალური გზა სწორედ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე გადის. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო” აქტიურად ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის და გეგმავს, რომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

პარტიული სტრუქტურების გაძლიერების პარალელურად, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გუნდი მუშაობს საარჩევნო პრპგრამაზე, რომელიც მორგებული იქნება თითოეული რეგიონის სპეციფიკაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რეგიონებს შორის არსებობს განსხვავებები - განსხვავებულა გამოწვევები, ისევე როგორც შესაძლებლობები.

გურიას დიდი პოტენციალი გააჩნია, რეგიონს აქვს როგორც მთის ასევე ზღვის უნიკალური კურორტები, რაც ქმნის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას. გურიას გააჩნია სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგებიც, რომელთა აღდგენა და განვითარებაც რეგიონს ახალ სიცოცხლეს შეძენს” - აცხადებენ პარტიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ

პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ

იმედი

პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ

პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ

იმედი

პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა

პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა

იმედი

ტრამპი: აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს - თუ ირანის ჩამოშლილი სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას პასუხს გასცემს, მათ ბევრად უფრო მძიმე და მაღალი ინტენსივობის დარტყმას მივაყენებთ