მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს
ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს

ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს

იმედი|imedinews.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კვლავ აქტუალურია და მათ საკმაოდ კონკრეტული ფორმა მიიღეს. ამის შესახებ პრემიერმა სამშაბათს, პარლამენტში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

ფაშინიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესების სიწმინდესა და შიდაპოლიტიკურ ლეგიტიმურობაზე.

„დღეს ჩვენ უნდა შევქმნათ გარანტიები იმისა, რომ ძალებს, რომლებიც ამომრჩევლის მოსყიდვით არიან დაკავებულნი, სომხეთში პოლიტიკური გავლენის მოპოვების არანაირი შანსი არ ჰქონდეთ“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ საგარეო წნეხზეც, რომელიც ქვეყანაში კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის აღმოფხვრის პროცესს ახლდა თან. ფაშინიანის განმარტებით, ამ პროცესებმა სომხეთის უსაფრთხოებას გარკვეული საფრთხეები შეუქმნა.

„იყო სიტუაციები, როდესაც მივუახლოვდით ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემდეგაც გავაცნობიერეთ, რომ მსგავსი ზეწოლის გაგრძელებას შესაძლოა გამოეწვია საპასუხო ქმედებები ეგზისტენციალური შედეგებით სომხეთისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

თუმცა, პრემიერ-მინისტრმა იქვე დაამატა, რომ ამ დროისთვის აღნიშნული საფრთხეები და რისკები უკვე დაძლეულია და ისინი აღარ არსებობენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეშიBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი