
პასკალ ლოტასი: ბრიუსელში უზარმაზარი ბანერი კიდია, რომელსაც აწერია - დემოკრატია. ამავე დროს, ის ადამიანები, რომლებმაც ჩამოკიდეს ეს ბანერი, თრგუნავენ არჩევნებს რუმინეთში, მხარს უჭერენ საქართველოში ანტისამთავრობო პროტესტებს
ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს, რომ მეორე ფრონტი გახდნენ რუსეთის წინააღმდეგ და ნატოს ალიანსი ცდილობს, საქართველოს მოტივაციას, რომ დაიკავოს მეტად ანტირუსული პოზიციები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა პასკალ ლოტასმა.
მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი პოზიცია თუ ქმედებები მისთვის დეესკალაციის მოდელია.
„ჩემი აზრით, საქართველოს რამდენიმე საშიში მომენტი აქვს გამოვლილი. პირველი ეს იყო 2008 წელს, როდესაც რეალური ომი გადახდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველომ მოახერხა ომისგან უკან დაეხია და ომი არ გაფართოვდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს, რომ მეორე ფრონტი გახდნენ რუსეთის წინააღმდეგ და ნატოს ალიანსი ცდილობს, საქართველოს მოტივაციას, რომ დაიკავოს მეტად ანტირუსული პოზიციები. საქართველოს მთავრობა და საზოგადოება ამ ეტაპზე ამბობს - ვიცით, რომ რუსეთი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, ეს პროცესი როგორ ვმართოთ, აღარ გვინდა კიდევ უფრო მეტი ანტაგონიზაცია რუსეთის. ეს ჩემთვის არის მოდელი, როგორ უნდა მოხდეს დეესკალაცია.
საქართველომ უსაფრთხო გზა უნდა მონახოს. არ არის საჭირო რუსეთის სიყვარული, მაგრამ ასევე მტრობაც არ არის საჭირო. ეს არის საპირისპირო იმის, რასაც ევროპა აკეთებს, ევროპა მიდის მტრის მიმართულებით“, - აღნიშნა მან.
პასკალ ლოტასმა ისაუბრა ასევე იმ ორმაგ სტანდარტებზე, რომელსაც ბოლო პერიოდში ასე ხშირად და ღიად ვხვდებით.
„უნდა მოხდეს ის, რომ ევროპამ საქართველოს გზა აირჩიოს. ევროკავშირს გააჩნია თავისუფალი სიტყვის აქტი, ეს კარგად ჟღერს - თავისუფლება, დემოკრატია. ბრიუსელში უზარმაზარი ბანერი კიდია, რომელსაც აწერია - დემოკრატია. ამავე დროს, ის ადამიანები, რომლებმაც ჩამოკიდეს ეს ბანერი, თრგუნავენ არჩევნებს რუმინეთში, მხარს უჭერენ საქართველოში ანტისამთავრობო პროტესტებს. ამავე დროს, სომხეთში ოპოზიციის რეპრესიებს უჭერენ მხარს და ამას ევროკავშირი მიესალმება. გააჩნია, რომელი მხარე აკეთებს ამას, თუ ჩემი მეგობარი აკეთებს ამას - კარგია, თუ ის ხალხი, ვინც არ მოგვწონს - ცუდია. ირანის ომში ვხედავთ ამას. უკრაინას დაესხა რუსეთი და იყო დიდი შეშფოთება, რომ არაპროვოცირებული შეტევა იყო და ამ დროს ამერიკა ურტყამს ირანს, ევროპა კი ჩუმადაა ან მხარს უჭერს. ვფიქრობ, რომ უფრო ნათელი ხდება ეს ორმაგი სტანდარტები“, - განაცხადა ლოტასმა.

