მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პატრიარქი შიო მესამე: ამ წუთებში ჩემთვის ძნელია თქვენს წინაშე გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა - დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც
პატრიარქი შიო მესამე: ამ წუთებში ჩემთვის ძნელია თქვენს წინაშე გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა - დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც

პატრიარქი შიო მესამე: ამ წუთებში ჩემთვის ძნელია თქვენს წინაშე გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა - დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც

იმედი|imedinews.ge

ამ წუთებში ჩემთვის ძნელია თქვენს წინაშე გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა - დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, - განაცხადა ახლად არჩეულმა სრულიად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების ტაძარში.

მან მადლობა შესწირა ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის. ასევე, მადლობა გადაუხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, ღირს მამა შიო მღვიმელს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მამებს, წმინდა ალექსი შუშანიას და სხვა წმინდანებს შემწეობისთვის.

„მადლობა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც იღვაწა დღევანდელი დღის ღირსეულად წარმართვისთვის, კრების ყველა დელეგატსა და სტუმარს.

განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას გამოვლენილი ნდობისთვის და მათთან ერთად ღვთისა და ერის სამსახურში გატარებული წლებისთვის.

დიდი მადლია და წყალობა ღვთისა და ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია უფლის განგებულებისა და განზრახვის გამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ ინება ღმერთმა, ასეთი დიდი მადლის და მსახურების მოცემა, დაკისრება ჩემზე. გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება. ვსასოებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდანთა დასს, ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს-პატრიარქთა ლოცვას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ლოცვას, ასევე ქართველი ხალხის ლოცვას და სიყვარულს. გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის. ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობით, სიყვარულითა და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ, ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ.

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი