მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო
პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

იმედი|imedinews.ge

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში სანჩესმა აღნიშნა, რომ სოლიდარობა და ემპათია ნებაყოფლობითია, ხოლო ევროპული ხელშეკრულებებისა და ოფიციალური მონაცემების პატივისცემა - სავალდებულო.

ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა ხალხის დაყოფის დრო არ არის და ევროკავშირმა ძალისხმევა ძლიერი და ერთიანი ევროპის მშენებლობისკენ უნდა მიმართოს.

შენგენის ზონაში ესპანეთის წევრობის დროებით შეჩერებას შვედეთი, ფინეთი, დანია და იტალია ითხოვენ.

საკუთარი პოზიციის გამყარების მიზნით, სანჩესმა ევროპული სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს, Frontex-ის 2021-2026 წლების ოფიციალური სტატისტიკა მოიყვანა. ამ მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში იტალიაში 478 600 არალეგალური შესვლა დაფიქსირდა, დასავლეთ ბალკანეთის მარშრუტით ევროკავშირში 340 600 მიგრანტი შევიდა, საბერძნეთში - 259 800, ხოლო ესპანეთში - 234 760.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო

CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო

ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სურსათის გადაადგილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება

პრემიერი: ერი არის მარადიული, მით უმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ, შესაბამისად, ერის მიმართ დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს სიძულვილზე აგებული, პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს, თუმცა აქაც ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა იყოს პრაგმატული