მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

იმედი|imedinews.ge

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, როდესაც, მსჯავრდებულის განცხადებით, მასზე სექსუალურად იძალადეს, რაც არის სრული სიცრუე.

აქვე განვმარტავთ პროცედურას, როგორ ხდება მსჯავრდებულის განთავსება დეესკალაციის ოთახში. პენიტენციური დაწესებულების დებულებისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება - დათვალიერებას, რაზეც მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც გაკეთდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით.

კადრების გასაჯაროებისგან აქამდე თავს ვიკავებდით ერთადერთი მიზეზით – საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ გვინდოდა, ჩვენი ქმედება ვინმეს მიერ გამოძიებაზე ზემოქმედების მცდელობად ყოფილიყო აღქმული. თუმცა საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, საქმის განსაკუთრებული სენსიტიურობის და მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, როგორც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • "სადახლო" ₾45 000-მდე ღირებულების მედიკამენტების მანქანაში გაკეთებული სამალავით შემოიტანეს - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინარუსთავი 2
  • ახალი ხელმძღვანელები ჰყავს საგამოძიებო სამსახურის 4 რეგიონულ სამმართველოსტვ პირველი
  • შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

იმედი

გიორგი ფუტკარაძე: სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო - ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა

გიორგი ფუტკარაძე: სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო - ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა

იმედი

Reuters: საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო 400-მდე სკოლა დაიხურა

Reuters: საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო 400-მდე სკოლა დაიხურა

იმედი

გიორგი კახიანი: კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია უძღვება, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია იმ სფეროში, რომელზეც ისინი კითხვებს აჩენენ, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში