მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პენიტენციური სამსახური: პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას
პენიტენციური სამსახური: პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას

იმედი|imedinews.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობა დავითაძის მიმართ არ ყოფილა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • "სადახლო" ₾45 000-მდე ღირებულების მედიკამენტების მანქანაში გაკეთებული სამალავით შემოიტანეს - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინარუსთავი 2
  • ახალი ხელმძღვანელები ჰყავს საგამოძიებო სამსახურის 4 რეგიონულ სამმართველოსტვ პირველი
  • შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

გიორგი ჯინჭარაძე: 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან, ამ დღეს შეეწირა მამაჩემი ქვეყნის ერთიანობას, იმ ადამიანების თავგანწირვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

გიორგი ჯინჭარაძე: 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან, ამ დღეს შეეწირა მამაჩემი ქვეყნის ერთიანობას, იმ ადამიანების თავგანწირვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

იმედი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

იმედი

გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს - არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევაზე: სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა