მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფესტივალის „ღამის სერენადები “ გახსნითი კონცერტი 19 აგვისტოს, 19:00 საათზე ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართება
ფესტივალის „ღამის სერენადები “ გახსნითი კონცერტი 19 აგვისტოს, 19:00 საათზე ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართება

ფესტივალის „ღამის სერენადები “ გახსნითი კონცერტი 19 აგვისტოს, 19:00 საათზე ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, ბათუმის მერიის, ბორჯომის მერიის და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ საზეიმოდ გაიხსნება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ბეატრიჩე ვენეცი - დირიჟორი; იუკი სერინო - ვიოლინო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები პირველი ვიოლინო - ლელა მჭედლიძე. საკონცერტო პროგრამაშია პეტრე ჩაიკოვსკის სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის დო მაჟორი, თხზ. 48; კამილ სენ-სანსის ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო ლა მინორი, თხზ.28; ფელიქს მენდელსონის სავიოლინო კონცერტი რე მინორი, MWV O 3.

პირველ კონცერტში მონაწილე მსოფლიო ვარსკვლავები უკვე საქართველოში არიან და გენერალური რეპეტიციაც გამართეს. წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარული ქართველი მევიოლინეს, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

„ღამის სერენადები 2026“ ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში შვიდ კონცერტს გააერთიანებს. საფესტივალო პროგრამა ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა და ნიჭიერი ქართველი შემსრულებლები. ბორჯომში საზეიმო გახსნის შემდეგ, ფესტივალი ბათუმში გაგრძელდება, საიუბილეო კონცერტების სერია ქალაქ თბილისში დასრულდება . ფესტივალის „ღამის სერენადები“ დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე , სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე, ორგანიზატორი — კომპანია „არტ ალიანსი“, ხოლო ფესტივალის დირექტორია — ნინა ცაგარელი. მხარდამჭერი:თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა — „ნიჭიერთა ათწლედი“ მასპინძელი სასტუმროები: „ბორჯომი ლიკანი“ და „Hilton Garden Inn Tbilisi“. პარტნიორი კომპანიები: პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან„ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, კომპანია „სარაჯიშვილი“,ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“,ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ და ავეჯის სახლი „ნიტა“. მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი "პიელ ნატურალსი", ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“, ავეჯის სახლი „ნიტა“. საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია„რუსთავი 2“,ტელეკომპანია „იმედი“, ტელეკომპანია „პოს ტვ“, „Euronews Georgia“, Billboard Georgia,საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, პალიტრა მედია, საინფორმაციო სააგენტო„პრაიმ ტაიმი“,ინგლისურენოვანი გაზეთი ,,Georgia Today’’, ყიველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი ,, The Messenger’’, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, „აჭარა თაიმსი“, რადიო ჰოლდინგი„ფორტუნა“ და ვებპლატფორმა Fortuna.ge.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ქართული სოფლის ახალი სიცოცხლე - მაჩხაანის რეაბილიტაცია იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ისტორიული ქართული სოფლის ახალი სიცოცხლე - მაჩხაანის რეაბილიტაცია იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში - მერია მარჯანიშვილის მოედნის განახლებასაც იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში - მერია მარჯანიშვილის მოედნის განახლებასაც იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საერთაშორისო ძებნილი თბილისში დააკავეს - ქართველ და ამერიკელ სამართალდამცველთა თანამშრომლობის მორიგი შედეგი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო ძებნილი თბილისში დააკავეს - ქართველ და ამერიკელ სამართალდამცველთა თანამშრომლობის მორიგი შედეგი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ოპოზიციური ალიანსის ფინალი - დაპირისპირებათა ექვსთვიანი სერია დაშლით დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციური ალიანსის ფინალი - დაპირისპირებათა ექვსთვიანი სერია დაშლით დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი