მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა
პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანას უახლოეს მომავალში ენერგოკრიზისი ემუქრება. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

კრიზისის მთავარ მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ 44-წლიან ისტორიაში პირველად უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური „პაკში“, მდინარე დუნაიში რეკორდულად დაბალი წყლის დონის გამო, შესაძლოა გაჩერდეს.

მადიარის თქმით, 29 ივლისს ტექნიკური გაუმართაობის გამო მუშაობა შეწყვიტა „დუნამენტის“ თბოელექტროსადგურმაც, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება.

„არაუგვიანეს ორშაბათისა უნგრეთმა შესაძლოა ელექტროენერგიის წარმოების 2 000 მეგავატი დაკარგოს, მაშინ, როდესაც მოსახლეობისა და სხვა მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა მაღალი ტემპერატურის გამო გაიზრდება“, - განაცხადა მადიარმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მძიმე ენერგოკრიზისის თავიდან ასაცილებლად, უახლოეს დღეებში მსხვილ საწარმოებს ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვა მოუწევთ. მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგოდეფიციტი ყველა მომხმარებელზე აისახება. ზოგიერთ საწარმოში წარმოება შესაძლოა დროებითაც შეჩერდეს.

მთავრობის მითითებით, ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორმა MAVIR-მა ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მოთხოვნით მიმართა მსხვილ საწარმოებს, მათ შორის: ბატარეების მწარმოებელ ქარხნებს; ცემენტის ქარხნებს; ქიმიურ საწარმოებს; ავტომობილების მწარმოებელ ქარხნებსა და სხვა სამრეწველო ობიექტებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა მსხვილი მომხმარებლების ელექტროენერგიის ქსელიდან გეგმურ, დროებით გათიშვასაც განიხილავს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მზადდება.

პეტერ მადიარმა მოსახლეობასაც მოუწოდა საღამოს 17:00-დან 22:00 საათამდე შეძლებისდაგვარად შეზღუდონ ელექტრომობილების დამუხტვა და კონდიციონერების გამოყენება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი