მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს ცვლილებას, რომელიც ქონების გადასახადის შეღავათის ზღვრის 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას უკავშირდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს ცვლილებას, რომელიც ქონების გადასახადის შეღავათის ზღვრის 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას უკავშირდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს ცვლილებას, რომელიც ქონების გადასახადის შეღავათის ზღვრის 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას უკავშირდება

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც, კანონმდებლობის შესაბამისად, 2026 წელს უნდა განხორციელდეს.

შემოსავლების სამსახური შეახსენებს მოქალაქეებს, რომ აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით (ვინაიდან 1-ელი ნოემბერი არასამუშაო დღეა) არის შესაძლებელი.

„ამასთან, გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) აღარ გადაიხდის.

აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ. ამასთან, საგადასახადო ცვლილებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირს უფლება აქვს 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. „ნულოვანი დეკლარაცია“ (გარდა მიწისა), თუ მისი და თავისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის/შესაბამისად გადახდის ვალდებულება.

აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ თუ ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაცია და მის მიერ არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს მიმდინარე 2026 წლის ქონების გადასახადს. გადასახადის გადამხდელს ევალება კუთვნილი გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 16 ნოემბრისა (ვინაიდან 15 ნოემბერი არასამუშაო დღეა) წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით „RS ჩათი” სარგებლობა, ან დაკავშირება საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრთან 2 299 299

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • რვა საარბიტრაჟო დავის ჯამური მოთხოვნა $4.8 მილიარდს შეადგენს - ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარესფორმულა
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაახლოებით 400-მდე ოქმია შედგენილი, რომელთა უმრავლესობაზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები - ნათია გიგლემიანირუსთავი 2
  • აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდატვ პირველი
სამინისტროს →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

Euronews: ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა

ქალაქ ნიცის მერი: ვანდალების მშობლებმა უნდა გადაიხადონ ლიცეუმებისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის ხარჯები - თუ ისინი სარგებლობენ სოციალური დახმარებებით ან მუნიციპალური საცხოვრებლით, ეს შეღავათები უნდა შეუწყდეთ და ჩამოერთვათ

ბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს

„ჩვენ წინაშეა პარტია, რომელიც მოხიბლულია ძალადობით, მოუწოდებს ამბოხისკენ და ცდილობს აჯანყების ორგანიზებას“ - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ აკრძალვა სურს