მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: აშშ კუბაზე სადაზვერვო აქტივობას აძლიერებს
POLITICO: აშშ კუბაზე სადაზვერვო აქტივობას აძლიერებს

POLITICO: აშშ კუბაზე სადაზვერვო აქტივობას აძლიერებს

იმედი|imedinews.ge

შეერთებულმა შტატებმა ბოლო თვეებში კუბაზე სადაზვერვო შესაძლებლობები გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმების შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ვაშინგტონის მიზანია კუნძულის კომუნისტურ ხელისუფლებას რეფორმების განხორციელება აიძულოს ან ძალაუფლება დაათმობინოს.

წყაროების შეფასებით, სადაზვერვო აქტივობის გაძლიერება შეიძლება სხვადასხვა სცენარის წინაპირობა იყოს, დაწყებული კუბაზე აშშ-ის შესაძლო სამხედრო ოპერაციით, დასრულებული მცდელობებით, კუბელი მაღალჩინოსნები ან რიგითი მოქალაქეები მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აშშ-მა კუბაზე ახლახან დამატებითი ჯაშუშები და სხვა სადაზვერვო რესურსები გაგზავნა.

წყარომ არ დააკონკრეტა, რამდენად ფართომასშტაბიანია სადაზვერვო საქმიანობის გაფართოება და რომელი ამერიკული უწყებები მონაწილეობენ ამ პროცესში, რადგან, მისი თქმით, მსგავსი დეტალების გამჟღავნება მიმდინარე ოპერაციებს საფრთხეს შეუქმნიდა.

მეორე წყაროს განცხადებით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) „ყოფნა“ კუბაზე, თუმცა არც მან დააკონკრეტა, როდის დაიწყო ეს პროცესი და კონკრეტულად ვინ მონაწილეობს მასში.

როგორც წესი, CIA-ს აგენტებად ითვლებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც აშშ-თვის საიდუმლო ინფორმაციას მოიპოვებენ, ხოლო სააგენტოს პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც ასეთ პირებს რეკრუტირებას უწევენ, „ოფიცრების“ სახელით არიან ცნობილი.

CIA-ს ასევე ჰყავს პარამილიტარული დანაყოფი და ოპერაციების განსახორციელებლად სხვადასხვა ტექნოლოგიურ და სხვა შესაძლებლობებს იყენებს.

როგორც POLITICO იუწყება, შეერთებული შტატები კუბაზე სადაზვერვო საქმიანობას ათწლეულების განმავლობაში ახორციელებს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

თუმცა ბოლო წლებში CIA-სა და მასთან დაკავშირებული უწყებების საქმიანობა კუბაზე გართულდა, მათ შორის ე.წ. „ჰავანის სინდრომის“ შემთხვევების გამო, რამაც ამერიკული პერსონალის შემცირება გამოიწვია.

პირველი წყაროს შეფასებით, კუბაზე სადაზვერვო საქმიანობის გაძლიერება მნიშვნელოვანი ტაქტიკური ნაბიჯია, რომელმაც შესაძლოა აშშ-ის სამხედრო ინტერვენციისთვის ნიადაგი მოამზადოს.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ოპერაციის კონკრეტული კონტურები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველია.

როგორც წესი, წერს POLITICO, ამერიკის სამხედრო ოპერაციებს წინ უძღვის სადაზვერვო საქმიანობის ინტენსიფიკაცია.

სტატიის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში CIA-ის მიერ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-ის ოპერაციაში, რომლის შედეგადაც ის დააკავეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

იმედი

The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს

ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს