მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Politico: აშშ-მა პოლონეთი ქვეყანაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირების შესახებ გააფრთხილა
Politico: აშშ-მა პოლონეთი ქვეყანაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირების შესახებ გააფრთხილა

Politico: აშშ-მა პოლონეთი ქვეყანაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირების შესახებ გააფრთხილა

იმედი|imedinews.ge

აშშ პოლონეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას შეამცირებს, - წერს Politico წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად მასშტაბური იქნება შემცირება. „შესაძლოა შემცირების მასშტაბები არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ამას მედია იუწყება, თუმცა ჩვენც მივიღეთ მსგავსი ინფორმაცია“, - განაცხადა წყარომ, რომელიც პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ვესლავ კუკულასთან დაახლოებული პირია.

ამერიკულმა გამოცემა Army Times-მა 13 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა გააუქმა ერთი ჯავშანსატანკო ბრიგადის გადასროლა, რომლის შემადგენლობაში 4 ათასზე მეტი სამხედრო შედის. მოსალოდნელი იყო, რომ ბრიგადა პოლონეთში 9 თვის განმავლობაში განთავსდებოდა. სამხედროებისა და ტექნიკის ნაწილი უკვე გზაშიც კი იმყოფებოდა.

Politico-ს მონაცემებით, ეს სიახლე პოლონელი სამხედროებისთვის მოულოდნელი იყო. მათ ამერიკელების გადაწყვეტილების შესახებ მედიიდან შეიტყვეს, რადგან, გამოცემის წყაროების თქმით, აშშ-ის მიერ 11 ან 12 მაისს გაგზავნილი გაფრთხილება გენერალ კუკულას საიდუმლო ფოსტაში „ჩაიკარგა“. გენერალური შტაბის უფროსმა ინფორმაცია დაქვემდებარებულებს მხოლოდ მას შემდეგ გადასცა, რაც ის ამერიკულ გამოცემებში გავრცელდა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა 14 მაისს განაცხადა, რომ ამერიკელმა გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა ის დაარწმუნა, რომ დისლოკაციის პროცესის შეჩერება პოლონეთში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირებას არ ნიშნავს.

ამჟამად პოლონეთში როტაციის წესით 10 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისის დასაწყისში გერმანიიდან 5 ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანის შესახებ გასცა ბრძანება. შედეგად, ევროპაში ამერიკული ჯარების რაოდენობა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა. The Wall Street Journal-ის აპრილის დასაწყისის მონაცემებით, მთელ ევროპაში დაახლოებით 84 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი