მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღადგინა
POLITICO: აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღადგინა

POLITICO: აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღადგინა

იმედი|imedinews.ge

აშშ-სა და უკრაინას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება კვლავ იმავე დონეს დაუბრუნდა, რაც ადრე იყო. ინფორმაციას POLITICO უკრაინის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექსპერტების შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა იმ პერიოდში, როდესაც უკრაინას ომში ვითარების თავის სასარგებლოდ შეცვლის შესაძლებლობა აქვს.

ვიჯრჯინიელმა სენატორმა „დემოკრატიული“ პარტიიდან მარკ უორნერმა, რომელიც აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტში წამყვანი წევრია და წლების განმავლობაში უკრაინისთვის ამერიკული დახმარების გაფართოების მხარდამჭერია, POLITICO-ს განუცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის სადაზვერვო თანამშრომლობა გაუმჯობესებულია და ეს კიევს რუსეთთან თითქმის ოთხწლიანი ომის განმავლობაში უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარა.

„კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ მსურს, მაგრამ თანამშრომლობა ნამდვილად გაუმჯობესდა“, - განაცხადა უორნერმა. მისი თქმით, უკრაინის მიერ შორი მოქმედების დრონებისა და რაკეტების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა დარტყმების განხორციელება რუსეთის სიღრმეში და კიევის პოზიციების გამყარება.

ბოლო თვეებში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ინტენსიური და მასშტაბური იერიშები განახორციელა, რამაც მას გარკვეული ტერიტორიების დაბრუნებისა და ფრონტის ხაზის სტაბილიზების შესაძლებლობა მისცა. ამან კიევს დამატებითი ბერკეტი მისცა, რათა სამხედრო წარმატებები რუსეთზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს, წერს გამოცემა.

POLITICO-ს ცნობით, უკრაინის პოზიციების გაძლიერება იმ დროს მოხდა, როდესაც ვაშინგტონის შუამავლობით მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობები ჩიხში შევიდა. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების გუნდი, რომელშიც სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შედიან, ბოლო პერიოდში ძირითადად ირანის ომით იყო დაკავებული, რის გამოც უკრაინის საკითხმა მათ დღის წესრიგში შედარებით დაბლა გადაინაცვლა.

თუმცა ამ პერიოდში, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპის თვალში პოზიციები გაიმყარა, რადგან უკრაინულმა ძალებმა რუსეთთან დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი წარმატებები მიაღწიეს.

ივლისის დასაწყისში უკრაინის დარტყმების სერიამ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოსკოვი აიძულა, დროებით შეეჩერებინა დიზელის ექსპორტი. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწვავის ექსპორტიორისთვის ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. მსგავსი მიზანმიმართული შეტევების გახშირებამ კრემლზე ზეწოლა გაზარდა და, კიევის შეფასებით, შექმნა შესაძლებლობა, არსებული სამხედრო უპირატესობა ომის დასასრულებლად გამოიყენოს.

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა ჯონ კორნინმა, რომელიც ასევე სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრია, და როჯერ უიკერმა, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ხელმძღვანელობს, დაადასტურეს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პერიოდში აშშ-სა და უკრაინას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა გაიზარდა.

„როგორც ჩანს, ნამდვილად ასეა. ყველა გამარჯვებულს უჭერს მხარს და, როგორც ჩანს, უკრაინამ ინიციატივა ხელში აიღო“, - განაცხადა კორნინმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ

თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ

იმედი

დავით ჩიხელიძე: ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა - უნდა დადგინდეს ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი

დავით ჩიხელიძე: ვრცელდება ყალბი ისტორიები, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ყოფნა სახიფათოა. ეს შემთხვევითი საინფორმაციო ხმაური არ არის, ეს არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა - უნდა დადგინდეს ვინ არის დავალების გამცემი და შემსრულებელი

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინა

იმედი

სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

იმედი