მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ბრიუსელელი დიპლომატები აშშ-ის საელჩოში გაუქმებულ ვახშმებს მისტირიან
POLITICO: ბრიუსელელი დიპლომატები აშშ-ის საელჩოში გაუქმებულ ვახშმებს მისტირიან

POLITICO: ბრიუსელელი დიპლომატები აშშ-ის საელჩოში გაუქმებულ ვახშმებს მისტირიან

იმედი|imedinews.ge

ევროპელი დიპლომატები შეშფოთებულნი არიან: თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ბრიუსელში მდებარე ამერიკის საელჩომ მოკავშირეებისთვის არაფორმალური ვახშმების ჩატარება შეწყვიტა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ადრე კაბერნეს ჭიქით და სტეიკით უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა ხდებოდა, იქმნებოდა კონსენსუსი და ნამდვილი დიპლომატია. ხოლო ახლა - მშრალი პროტოკოლები და დაძაბული მოლაპარაკებები.

მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ის ელჩები არაფორმალურ ვახშმებს მართავდნენ, რათა ევროპელი მოკავშირეები შეეკრიბათ, ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ, რათა ბრიუსელში საერთო პოზიცია გამოემუშავებინათ, თუმცა ახლა აღნიშნული ტრადიცია პრაქტიკულად შეწყდა, წერს POLITICO.

ერთ-ერთი ყოფილი ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ასეთი ვახშმები „დიპლომატიური სისტემის ვენებში სისხლის“ ტოლფასი იყო. დახურულ კარს მიღმა შესაძლებელი იყო სამართლიანი საუბრების გამართვა.

აშშ-ის ამჟამინდელი ელჩი ევროკავშირში ენდრიუ პაზდერი უპირატესობას ანიჭებს მსხვილ და გლამურულ შეხვედრებს, მაგრამ, როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, ასეთ დროს შინაარსიანი საუბრების გამართვა შეუძლებელია.

„როცა ოთახში ასი ადამიანია, მთელ საღამოს ხარჯავთ არა შინაარსიან საუბრებზე, არამედ თითოეულისთვის გამარჯობის სათქმელად“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატს.

ვახშმების გაუქმება უფრო ღრმა პრობლემის სიმპტომია: ამერიკა ბრიუსელში გავლენას კარგავს. ტრამპმა შემოიღო გადასახადები, ევროპიდან ჯარების გაყვანით იმუქრება, ხოლო მოკავშირეებს როგორც მოწინააღმდეგეებს უყურებს, წერს POLITICO.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი