მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ესპანეთში თითქმის 1 მილიონი არალეგალი მიგრანტი ლეგალიზაციის მოლოდინშია
POLITICO: ესპანეთში თითქმის 1 მილიონი არალეგალი მიგრანტი ლეგალიზაციის მოლოდინშია

POLITICO: ესპანეთში თითქმის 1 მილიონი არალეგალი მიგრანტი ლეგალიზაციის მოლოდინშია

იმედი|imedinews.ge

ესპანეთში არალეგალი მიგრანტების დიდი ნაწილი, ფართომასშტაბიანი რეგულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამართლებრივი სტატუსის მიღებისთვის საჭირო განაცხადებს ავსებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის მთავრობა თავდაპირველად დაახლოებით 500 000 განაცხადს ელოდა, შუა ივნისისთვის უკვე 900 000-ზე მეტი განაცხადი იყო შეტანილი. როგორც POLITICO იუწყება, პროგრამის მიხედვით, ბინადრობის განახლების უფლება ეძლევათ იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში სულ მცირე ხუთი თვე ცხოვრობენ და ნასამართლობა არ აქვთ.

ლეგალიზაციის პროცესი 2024 წლის მოქალაქეთა ინიციატივას უკავშირდება, რომელსაც 700 000-ზე მეტი ესპანელი, ასობით ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ბიზნესჯგუფი და კათოლიკური ეკლესია უჭერდა მხარს. გასული წლის აპრილში პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობამ სამეფო დეკრეტი დაამტკიცა, რომელმაც მსურველებს სამ თვეზე ცოტა მეტი დრო მისცა განაცხადების შესატანად, წერს გამოცემა.

ხელისუფლების ცნობით, 900 000-ზე მეტი განმცხადებლიდან დაახლოებით 360 000-მა უკვე მიიღო დროებითი სამუშაო და ბინადრობის ნებართვები.

როგორც პედრო სანჩესი აცხადებს, აღნიშნული ნაბიჯი არის იმ ადამიანების აღიარება, რომლებიც უკვე მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკაში. ლეგალიზაციის ახალ პროგრამას მკაცრად აკრიტიკებენ მემარჯვენე ცენტრისტული „ხალხის პარტია“ და ულტრამემარჯვენე „ვოქსი“. გასულ თვეს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა დეკრეტის დროებით შეჩერებაზე.

როგორც POLITICO წერს, ესპანეთის მასობრივი ლეგალიზაციის პროგრამა ევროკავშირის მიმდინარე მიგრაციულ პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, ევროკავშირმა მიმდინარე თვის დასაწყისში მიგრაციის სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმა აამოქმედა, რაც ითვალისწინებს სწრაფ დეპორტაციებს, უფრო მკაცრ სასაზღვრო პროცედურებს და ე.წ. „დაბრუნების ჰაბების“ შექმნას ევროკავშირის გარეთ. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის დანია, ავსტრია, საბერძნეთი, გერმანია და ნიდერლანდები, ამ ცენტრების სწრაფად შექმნას აქტიურად ითხოვენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი