მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა
POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი|imedinews.ge

მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში ათასობით მიგრანტის შესვლამ ქალაქში ქაოსი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის შეფასებით, ეს სეუტისთვის ყველაზე მასშტაბური სასაზღვრო კრიზისია 2021 წლის შემდეგ, როდესაც მაროკოდან ქალაქში სულ მცირე 8 000 ადამიანი შევიდა. სეუტა და მელილია ესპანეთის ორი ავტონომიური ქალაქია, რომლებიც ევროკავშირის ერთადერთი ტერიტორიებია, რომლებსაც აფრიკის კონტინენტთან სახმელეთო საზღვარი აქვთ.

POLITICO-ს ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სეუტაში ზღვის გავლით შემსვლელი მიგრანტების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა. სეუტის პრეზიდენტმა ხუან ხესუს ვივასმა ჟურნალისტებთან საუბრისას ვითარებას „აბსოლუტური ჰუმანიტარული და სოციალური საგანგებო მდგომარეობა“ უწოდა და ცენტრალურ ხელისუფლებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.

გუშინ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა - სეუტაში ათასობით მიგრანტი როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზით შევიდა, რის გამოც მიმღები ცენტრები გადაიტვირთა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ადამიანები ნაპირზე საცურაო ჰიდროკოსტიუმებისა და მცურავი საშუალებების გამოყენებით გადადიან.

პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მაროკოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რათა ვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს, და პირობა დადო, რომ მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს.

როგორც POLITICO წერს, სასაზღვრო კრიზისი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ განვითარდა, რომლის მიხედვითაც ზღვის გზით ქვეყანაში ჩასული მიგრანტების დაუყოვნებლივი დეპორტაცია დაუშვებელია.

სანჩესის პოლიტიკურმა ოპონენტებმა პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელებში მწვავედ გააკრიტიკეს. მათ შორის იყვნენ ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი, რომელმაც მიმდინარე მოვლენებს „შეჭრა“ უწოდა, და ოპოზიციური „სახალხო პარტიის“ (PP) ლიდერი ალბერტო ნუნიეს ფეიხო.

სეუტაში განვითარებულ მოვლენებს ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც გამოეხმაურნენ მიგრაციის გამკაცრების მომხრე პოლიტიკოსები. მათ შორის იყვნენ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ის თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი და „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტი მანფრედ ვებერი, რომელმაც განაცხადა: „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს: მიგრაციის პაქტი და დაბრუნების რეგულაცია დღესვე უნდა ამოქმედდეს და არა ხვალ. ასევე საჭიროა Frontex-ის გაძლიერება“.

ესპანეთში მიგრაციის საკითხზე დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სანჩესის მთავრობამ არალეგალურად მყოფ მიგრანტებს ქვეყანაში ლეგალური სტატუსის მიღებისა და დარჩენის შესაძლებლობა მისცა. ამ პროგრამით უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, წერს POLITICO.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: ბატონი მაკრონის და ბატონი მერცის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, მათი მართვის სტილი და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად ერთნაირია. შესაბამისად, ეს დამთხვევა შემთხვევითობას არ წარმოადგენს

დავით მათიკაშვილი: ჭაობში მყოფი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად განწირულია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ჭაობში ჩაიხრჩონ. რაც უფრო მეტს იქნევენ ხელებს, მით მეტად აჩქარებენ პროცესს. ჩვენ ახლა სწორედ ამ ხელის ქნევის პროცესს ვაკვირდებით

რატი იონათამიშვილი მერცის და მაკრონის რეიტინგის ვარდნაზე: ასე ემართება ყველას ვინც ირჩევს ემსახუროს არა ხალხს, არამედ კონკრეტულ ჯგუფებს

რატი იონათამიშვილი მერცის და მაკრონის რეიტინგის ვარდნაზე: ასე ემართება ყველას ვინც ირჩევს ემსახუროს არა ხალხს, არამედ კონკრეტულ ჯგუფებს

იმედი

ირაკლი კობახიძე: ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, ამას უკავშირდებოდა ასევე სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო მაგალითად, აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბატონი ბარამიძის ეს გაუმართლებელი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება