მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: გერმანიაში ფრიდრიხ მერცის შესაძლო ჩანაცვლებაზე საუბარი ძლიერდება
POLITICO: გერმანიაში ფრიდრიხ მერცის შესაძლო ჩანაცვლებაზე საუბარი ძლიერდება

POLITICO: გერმანიაში ფრიდრიხ მერცის შესაძლო ჩანაცვლებაზე საუბარი ძლიერდება

იმედი|imedinews.ge

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ზაფხულის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მის პოლიტიკურ მომავალს საფრთხე არ ემუქრება.

„ვფიქრობ, სექტემბრისთვის სიტუაცია ცოტათი დამშვიდდება“, - თქვა მან გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც მთავრობის კაბინეტის რეორგანიზაციამ მისივე პარტიაში მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია.

თუმცა, POLITICO-ს ინფორმაციით, მერცი შესაძლოა სათანადოდ ვერ აფასებდეს იმ ზეწოლას, რომელიც საკუთარ პარტიაში იზრდება.

სექტემბერში დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეგიონული არჩევნების წინ, სადაც ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირველად რეალური შანსი აქვს გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწაზე ხელისუფლება მოიპოვოს, სულ უფრო აქტიურად განიხილება კანცლერის შეცვლის სცენარი.

საჯარო კრიტიკა ძირითადად იმ პოლიტიკოსებისგან მოდის, რომლებმაც კაბინეტის რეორგანიზაციის შედეგად თანამდებობები დაკარგეს. თუმცა, გამოცემის ცნობით, კულისებში მერცის “ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში“ სულ უფრო მეტი გავლენიანი პოლიტიკოსი განიხილავს შესაძლებლობას, რომ კანცლერი თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეიცვალოს.

როგორც POLITICO იუწყება, გერმანია ტრადიციულად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ დემოკრატიად მიიჩნევა და, ომის შემდგომი იტალიისა თუ Brexit-ის შემდეგი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ხელისუფლების ხშირი ცვლილებებით არასდროს გამოირჩეოდა.

თუმცა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსალოდნელი წარმატება და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მხარდაჭერის შემცირება ქვეყნის ტრადიციულ პოლიტიკურ წესებს მნიშვნელოვნად ცვლის.

კანცლერის შეცვლის იდეის მომხრეები მიიჩნევენ, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში არჩევნების შესაძლო მარცხის შემდეგ კონსერვატორებს ახალი პოლიტიკური იმპულსი დასჭირდებათ, რადგან მერცი უკიდურესად დაბალი რეიტინგის გაუმჯობესებას ვერ ახერხებს.

ამავდროულად, რისკებიც დიდია. „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ეროვნულ გამოკითხვებში უკვე ყველაზე პოპულარული პარტიაა, შესაძლოა, მმართველ კოალიციაში არსებული დაპირისპირებით ისარგებლოს. მოქმედი კანცლერის ვადამდე შეცვლა კი გერმანიისთვის თითქმის უპრეცედენტო პოლიტიკური ნაბიჯი იქნება.

გამოცემა იხსენებს, რომ ომის შემდგომ გერმანიაში მხოლოდ სამჯერ მოხდა, რომ მოქმედი კანცლერი იმავე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელმა ჩაანაცვლა: 1963 წელს კონრად ადენაუერის გადადგომის შემდეგ, 1966 წელს ლუდვიგ ერჰარდის კოალიციის დაშლის შემდეგ და 1974 წელს, როდესაც ვილი ბრანდტი ჯაშუშური სკანდალის გამო გადადგა.

POLITICO-ს ინფორმაციით, დღეს მერცის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრედ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი ჰენდრიკ ვიუსტი განიხილება.

თუ მერცი თანამდებობას დატოვებს, ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს გერმანიის კონსენსუსზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას. მსგავსი განვითარება შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საფუძველიც გახდეს, მით უმეტეს, რომ წინა მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის დაშლიდან ორი წელიც არ არის გასული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ბარამიძე: როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილი - ტანკები, არტილერია, ტექნიკა, დიდი რაოდენობით ძალა შემოვიდა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან როკის გვირაბისკენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან  აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა

პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი? სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია

იმედი

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს

იმედი