მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ
POLITICO: მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ

POLITICO: მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ

იმედი|imedinews.ge

ექსტრემალური სიცხისა და გვალვის შედეგად უმართავი ტყის ხანძრები, ერთი შეხედვით, ნაკლებად ჰგავს იმ თემას, რისი საარჩევნოდ გამოყენებაც საფრანგეთის უკიდურეს მემარჯვენეებს შეეძლებათ - მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“ წლები აქვს გატარებული „მწვანე“ რეგულაციების მოწინააღმდეგეთა რიგებში, თუმცა, ახლა პარტია ოსტატურად იყენებს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს იმის დასამტკიცებლად, რომ ემანუელ მაკრონის მთავრობა კრახს განიცდის თავის უმთავრეს მოვალეობაში: მოქალაქეებისა და მათი საკუთრების დაცვაში, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ“.

ედვიჟ დიაზი, „ეროვნული გაერთიანების“ პარლამენტარი და ლე პენის თანამოაზრე, აღნიშნავს, რომ ეს ხანძრები მორიგი რგოლია კრიზისების იმ ჯაჭვში, რაც ნათლად აჩვენებს ხელისუფლების საერთო უმწეობას საზოგადოების დაცვის საქმეში.

„დღევანდელი მოვლენები, საუბედუროდ, ადასტურებს, რომ მართლები ვიყავით“, - აღნიშნა მან.

მოიპოვებს თუ არა ეს არგუმენტი მხარდაჭერას, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, „ეროვნულ გაერთიანებას“ სულაც არ სჭირდება, რომ ხალხმა მას კლიმატის საკითხებში ავტორიტეტად შეხედოს. მისი მთავარი შესაძლებლობა იმ პარტიების შერყეულ ავტორიტეტშია, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ საფრანგეთს, და იმ განცდაში, რომ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების დაცვის უნარი აღარ შესწევს.

POLITICO-სთვის გაზიარებული ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარდა ცენტრისტი და ცენტრისტ-მემარცხენე პარტიების ყოფილ ამომრჩეველთა ოთხ ფოკუს-ჯგუფში, რესპონდენტები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანა თავზე ენგრევათ. მთავრობის უმოქმედობის დასტურად მონაწილეებმა ბოლო დროის კრიზისების ჯაჭვი დასახელეს, მათ შორის 11 წლის გოგონას მკვლელობა იმ პირის მიერ, რომელიც პოლიციის მონიტორინგის ქვეშ მანამდეც იყო.

„ეროვნული გაერთიანება“ მექანიკურად იწერს ქულებს თავისი ანტისისტემური იმიჯის წყალობით ყოველ ჯერზე, როდესაც მედიაში ისეთი ახალი ამბი გაჟღერდება, რაც ქმნის განცდას, რომ მთავრობა უძლური იყო ფრანგი ხალხის პრობლემების წინაშე“, - აღნიშნავს სოციოლოგიური კომპანია Ipsos France-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, მატიო გალარი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია

გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ

გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

იმედი