მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ორბანის მიერ დანიშნული პრეზიდენტი პირობას დებს, მადიარის მცდელობას თანამდებობიდან მის მოშორებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გაუწიოს
POLITICO: ორბანის მიერ დანიშნული პრეზიდენტი პირობას დებს, მადიარის მცდელობას თანამდებობიდან მის მოშორებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გაუწიოს

POLITICO: ორბანის მიერ დანიშნული პრეზიდენტი პირობას დებს, მადიარის მცდელობას თანამდებობიდან მის მოშორებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გაუწიოს

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი, რომელიც სულ უფრო მეტად ასოცირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის რეჟიმის ნარჩენებთან, აცხადებს, რომ ახალ ხელისუფლებას მის თანამდებობიდან ჩამოშორების საშუალებას არ მისცემს, - წერს POLITICO.

უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა აპრილში გამართულ არჩევნებში ორბანი დამაჯერებლად დაამარცხა და გამარჯვების სიტყვაში აღნიშნა, რომ პრეზიდენტ შუიოკსა და ორბანის ეპოქაში დანიშნულ სხვა მაღალჩინოსნებს თანამდებობებს დაატოვებინებდა. მისი თქმით, სწორედ ისინი უწყობდნენ ხელს წინამორბედის მიერ ჩამოყალიბებულ ნეპოტიზმისა და სახელმწიფოს მიტაცების სისტემას.

თუმცა, შუიოკმა გამოცემა POLITICO-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩენისთვის იბრძოლებს და ამისთვის სხვადასხვა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს. ამასთან, მან ბრალდებები თავად მადიარს წაუყენა და ახალი პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, მადიარი ცდილობს ისეთი მასშტაბის ძალაუფლება მოიპოვოს, რომელიც ორბანსაც კი არ ჰქონია.

შუიოკის შეფასებით, მისი და ორბანის პერიოდის სხვა დანიშნული პირების თანამდებობებიდან გადაყენების მცდელობით მადიარი საპარლამენტო სუპერუმრავლესობას უფრო უხეშად იყენებს, ვიდრე ამას ოდესმე ორბანი აკეთებდა. პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ მიიჩნევს საკუთარ მოვალეობად თანამდებობაზე დარჩენას, რათა დაიცვას დემოკრატიული ნორმები და პარლამენტსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის ძალაუფლების ბალანსი.

„ვერცერთი საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მიიღებს მანდატს, უგულებელყოს კანონის უზენაესობა და ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა შუიოკმა მადიარის მცდელობებზე საუბრისას.

მისივე თქმით, მადიარის პარტია „ტისას“ „16 კვირაში სურს ძალაუფლების უფრო დიდი კონცენტრაცია მოახდინოს, ვიდრე „ფიდესმა“ 16 წლის განმავლობაში შეძლო, რადგან რეალურად ცდილობს, შეცვალოს ყველა საჯარო თანამდებობის პირი, რომელიც წინა პარლამენტმა აირჩია“.

მადიარისა და მისი მოკავშირეების შეფასებით კი, შუიოკის ეს განცხადებები პოლიტიკური მანიპულაციაა და რეალობის დამახინჯებას ემსახურება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Financial Times: აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, საფრანგეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვს, მოუხსნან სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს

ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო

ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო

იმედი

CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო

ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სურსათის გადაადგილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება