მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: პენტაგონმა ნატოს შეხვედრაზე ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები არ დაპატიჟა
POLITICO: პენტაგონმა ნატოს შეხვედრაზე ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები არ დაპატიჟა

POLITICO: პენტაგონმა ნატოს შეხვედრაზე ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები არ დაპატიჟა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მომავალ თვეში დაგეგმილ ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოკავშირე არ მიიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ადრე ე.წ. „ცუდი და კარგი ქვეყნების სიის“ შედგენასაც კი განიხილავდა, რომლებიც პრეზიდენტის პრიორიტეტებს არ ემორჩილებოდნენ.

ნატოს შეხვედრა პოლონეთში გაიმართება და მისი ინიციატორი პენტაგონის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ელბრიჯ კოლბია. დაგეგმვის პროცესთან დაახლოებული ექვსი დიპლომატის ინფორმაციით, შეხვედრა ფაქტობრივად ნატოს სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში ჩატარდება.

თუმცა მიწვეულთა შორის არ არიან ისეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები. ამ ქვეყნების დიპლომატები კითხულობენ, რატომ დატოვეს ისინი შეხვედრის მიღმა, მაშინ როდესაც ისინი ნატოს მნიშვნელოვანი წევრები არიან და თავდაცვაზე დიდ თანხებს ხარჯავენ.

დიპლომატები ასევე შიშობენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მოკავშირეებს ერთმანეთისგან არჩევს, რამაც შესაძლოა ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი ალიანსი კიდევ უფრო დაყოს. ნატო რუსეთის მზარდი აგრესიისა და შეიარაღების მარაგების შემცირების პირობებში დამატებითი გამოწვევების წინაშე დგას.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც ჩვენგან ითხოვენ. ვცდილობთ გავიგოთ, რა არის კრიტერიუმები და რა არის ამ შეხვედრების მიზანი. ჯერჯერობით ბევრი ინფორმაცია არ მიგვიღია“, - განაცხადა ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა, რომელიც შეხვედრაზე არ დაპატიჟეს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წამყვანი წარმომადგენლები ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ნატოს არაერთხელ აკრიტიკებდნენ. მათ შორის, წევრი ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაზე უარის თქმისა და ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ თავდაცვისთვის მშპ-ის 5%-ის გამოყოფის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წერს გამოცემა.

„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნატო ცალმხრივი გზაა. ჩვენ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ამ ქვეყნების დასაცავად, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს აკეთებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება მათი დახმარება“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

როგორც გამოცემა იუწყება, გასულ თვეში ტრამპმა კიდევ ერთი მოკავშირე, სამხრეთ კორეა, გააკრიტიკა და მასთან დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო სწავლების მასშტაბი მოულოდნელად შეამცირა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტრამპის უკმაყოფილება იმის გამო, რომ სამხრეთ კორეა ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე უარს ამბობდა.

ტრამპის ამ მიდგომას თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტიც იზიარებს. ის „სამაგალითო მოკავშირეების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის ინტერესებს არ უჭერენ მხარს, რომ ამას შესაძლოა შედეგები მოჰყვეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეხვედრა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • GCCA, მიმდინარე წლის ბოლომდე, 25 სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას გამართავსრუსთავი 2
  • უკრაინა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტრამპმა ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სთხოვაფორმულა
  • "წარმატებული შეხვედრა იყო... კვლავ შევხვდებით ნოემბერში" - დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრა შეაჯამაBM.GE
  • ვიზიტი აშშ-ში - კობახიძისა და ტრამპის შეხვედრა დაგეგმილი არ არისტვ პირველი
შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ შანხაიში გაიმართა

ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ შანხაიში გაიმართა

იმედი

BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

იმედი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

იმედი

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

იმედი