მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო ნაკლებად ემსგავსება ჰიბრიდულს
POLITICO: რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო ნაკლებად ემსგავსება ჰიბრიდულს

POLITICO: რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო ნაკლებად ემსგავსება ჰიბრიდულს

იმედი|imedinews.ge

POLITICO-ს ცნობით, რუსეთის კამპანია ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო თამამ და აგრესიულ ხასიათს იღებს.

გამოცემა ამის დასადასტურებლად რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, გერმანიაში აღმოჩენილი დრონები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც ლაიფციგის აეროპორტზე სავარაუდო თავდასხმას უკავშირდება; შავ ზღვაში, გაზის პლატფორმასთან ახლოს ჩამოგდებული საზღვაო დრონი; ევროპული თავდაცვის სფეროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ დაგეგმილი მკვლელობის მცდელობა.

მიუხედავად ამისა, როგორც POLITICO წერს, ევროკავშირის ლიდერები კვლავ ერიდებიან, მას ის სახელი დაარქვან, რასაც უსაფრთხოების სფეროს სულ უფრო მეტი წარმომადგენელი ამ მოვლენებში ხედავს - ომს. ამის ნაცვლად, ისინი უფრო რბილ ტერმინს, „ჰიბრიდულ ომს“ იყენებენ, რაც ევროკავშირსა და ნატოს სამხედრო პასუხის გაცემისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს.

ამ ტერმინის გამოყენებას სულ უფრო მეტი კრიტიკა მოჰყვება, რადგან მოსკოვი ევროპის მასშტაბით დივერსიებს, კიბერშეტევებსა და სხვა ოპერაციებს აძლიერებს. უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, დიპლომატები და თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები, რომლებმაც POLITICO-სთან ისაუბრეს, აცხადებენ, რომ „ჰიბრიდული“ იარლიყი საფრთხის სიმწვავეს ამცირებს და ბუნდოვანს ხდის, თუ რამდენად შორს არის უკვე წასული რუსეთთან დაპირისპირება.

ამის ნათელი მაგალითია გერმანია: მიმდინარე კვირის დასაწყისში, როდესაც გერმანელმა გამომძიებლებმა ასაფეთქებელ მოწყობილობებთან ერთად მესამე დრონიც აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, აეროპორტზე დაგეგმილ თავდასხმას უკავშირდებოდა, კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ძალიან რეალური საფრთხეების“ წინაშე დგას და „ჰიბრიდული თავდამსხმელების მხრიდან გაძლიერებული ზეწოლის“ პირობებში იმყოფება.

„ევროპა საფრთხეების ესკალაციის კამპანიისა და ჰიბრიდული ომის“ წინაშე დგას, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 20 აგვისტოს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

მსგავსი შემთხვევების სია სულ უფრო იზრდება. ზოგიერთი სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები შესაძლოა რუსეთის მიერ ნატოს წევრ სახელმწიფოზე პირდაპირი თავდასხმისთვის მზადების ნიშნები იყოს. სწორედ ამ ფონზე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი მიმდინარე კვირაში მოსკოვში ჩავიდა და კრემლს ალიანსის წევრებზე თავდასხმისგან თავის შეკავება სთხოვა.

„ჩვენ მართლაც ჰიბრიდული ომის პირობებში ვიმყოფებით, რომელიც უკვე არც ისე „ჰიბრიდულია“, როგორც ადრე იყო“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად ევროპის საჰაერო-კოსმოსური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მრეწველობის ასოციაციის ხელმძღვანელმა კამილ გრანმა.

მისი თქმით, ბოლო თვეებში თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების ხელმძღვანელებმა პირადი დაცვის გაძლიერება დაიწყეს. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა Saab-ის ხელმძღვანელის წინააღმდეგ მუქარისა და გერმანიის თავდაცვის ინდუსტრიის გიგანტ Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობის შესახებ ცნობების ფონზე.

თუმცა ევროკავშირის ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს სურთ, თავიდან აიცილონ ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს რუსეთი ევროპაზე პირდაპირი თავდასხმის ზღვარზეა.

„შეგვიძლია სრულიად მკაფიოდ ვთქვათ, რომ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმის საფრთხეს ევროპული სამსახურები ვერ ხედავენ“, - განაცხადა ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, რადგან საჯაროდ კომენტარის გაკეთების უფლებამოსილება არ აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: ვინც განპიროვნებული ძალაუფლების მომხრეა და ზოგადი პრინციპების ერთგულებაში მოიკოჭლებს - თუ რამე არ გესმით, თუ რამეს ვერ ხვდებით, ნუ დაგვაინფიცირებთ უადგილო პანიკებით

დავით ქართველიშვილი: ვინც განპიროვნებული ძალაუფლების მომხრეა და ზოგადი პრინციპების ერთგულებაში მოიკოჭლებს - თუ რამე არ გესმით, თუ რამეს ვერ ხვდებით, ნუ დაგვაინფიცირებთ უადგილო პანიკებით

იმედი

არჩილ გორდულაძე: ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოყენებულია შეწყალების შესაძლებლობა

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

იმედი