მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა მეორე პირი, სადაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებული რუსთავში დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან 9 მასრა ამოიღეს. ნივთმტკიცების სახით, ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, ჩაფხუტი, ორი წყვილი ხელთათმანი, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარი, რომლებსაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენისას იყენებდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებს

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში

იმედი

შალვა პაპუაშვილი: არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც ცივილიზაციურ სივრცესთან, არც ევროკავშირთან გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს

შალვა პაპუაშვილი: არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც ცივილიზაციურ სივრცესთან, არც ევროკავშირთან გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს

იმედი

ზელენსკიმ CBS News-ს განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა მისი თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა ორჯერ სცადა

ზელენსკიმ CBS News-ს განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა მისი თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა ორჯერ სცადა

იმედი