მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

იმედი|imedinews.ge

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი-თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მათ ბრალი ედებათ - დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისთვისთვის. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „მორფინი“, „კოდეინი“, გამომშრალი „მარიხუანა" და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი".

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთ დაკავებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურის წარმომადგენლები ქუთაისის მოხუცთა სახლს ესტუმრნენ

პროკურატურის წარმომადგენლები ქუთაისის მოხუცთა სახლს ესტუმრნენ

იმედი

Bloomberg: ირანის მიერ ქუვეითზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად 5 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

Bloomberg: ირანის მიერ ქუვეითზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად 5 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

იმედი

„კაენის სიზმარი“ - „ფორაქიშვილების დარბაზში“ ალექსანდრე ბრეუსის გამოფენა გაიხსნა

„კაენის სიზმარი“ - „ფორაქიშვილების დარბაზში“ ალექსანდრე ბრეუსის გამოფენა გაიხსნა

იმედი

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეო ქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარმოდგენა გაიმართა

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეო ქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარმოდგენა გაიმართა

იმედი