მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლიციის აკადემიამ საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციის პროცესი დაიწყო
პოლიციის აკადემიამ საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციის პროცესი დაიწყო

პოლიციის აკადემიამ საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციის პროცესი დაიწყო

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიამ, საპოლიციო საქმის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციის მისაღებად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განაცხადი ოფიციალურად წარადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილს, რომლის შესაბამისადაც პოლიციის აკადემიას მიენიჭება უფლებამოსილება, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამაც განახორციელოს.

სასწავლო პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიულ-აკადემიურ ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკულ და პროფესიულ მომზადებას. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ფიზიკურ, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას, ასევე, შეისწავლიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობისათვის აუცილებელ სპეციალურ სასწავლო დისციპლინებს.

ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი პოლიციის აკადემიაში ვიზიტს განახორციელებს და დეტალურად შეაფასებს საბაკალავრო პროგრამის შინაარსს, აკადემიურ და მატერიალურ რესურსებს, სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, ასევე, პროგრამისა და დაწესებულების შესაბამისობას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან.

ავტორიზაციის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს და პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, პოლიციის აკადემიაში დაიწყება საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის ეტაპი, რომელიც პროგრამის აკადემიური ხარისხისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისობის საბოლოო შეფასებას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიციამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდარუსთავი 2
  • ჰიტლერის დაბადების სახლი პოლიციის შენობად გადააკეთესBM.GE
  • ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნესფორმულა
  • დააწინაურეს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ძალადობაში ამხელსტვ პირველი
პოლიციამ →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს