მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონელმა სპორტსმენმა ისტორიაში პირველმა ბალტიის ზღვა გადაცურა
პოლონელმა სპორტსმენმა ისტორიაში პირველმა ბალტიის ზღვა გადაცურა

პოლონელმა სპორტსმენმა ისტორიაში პირველმა ბალტიის ზღვა გადაცურა

იმედი|imedinews.ge

პოლონელი მოცურავე ბართლომეი კუბკოვსკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, ვინც ბალტიის ზღვა გადაცურა. სპორტსმენმა 160 კმ-ზე მეტი მანძილი დაფარა და წყალში დაახლოებით 55 საათი გაატარა.

ცურვა შვედეთის ქალაქ კასებერგაში დაიწყო და პოლონეთის ქალაქ ძივნუვის პლაჟზე დასრულდა. მთელი მარშრუტის განმავლობაში კუბკოვსკის არ უძინია. მას თან ახლდა გემი საჭმლისა და წყლის მარაგით. ამასთან, ასეთი ცურვის წესების თანახმად, სპორტსმენს უფლება არ ჰქონდა ნავს შეხებოდა.

კუბკოვსკისთვის ეს ბალტიის ზღვის გადაცურვის მეხუთე მცდელობა იყო. მან რეკორდის დამყარება პირველად 2022 წელს სცადა და გავლილ დისტანციას ეტაპობრივად ზრდიდა. 2025 წელს სპორტსმენი ამინდის გაუარესებისა და ძლიერი გამოფიტვის გამო იძულებული გახდა ფინიშამდე სულ რაღაც 11 კილომეტრში შეეწყვიტა ცურვა.

კუბკოვსკის ეს გაცურვა ასევე საქველმოქმედო აქციაც იყო. სპორტსმენმა 715 ათას ზლოტზე მეტი შეაგროვა ფონდისთვის Cancer Fighters, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს მკურნალობაში ეხმარება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

იმედი

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

იმედი

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

იმედი

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

იმედი