მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთის პრემიერმა ქვეყნის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტის ჩამოვარდნის გამო საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა
პოლონეთის პრემიერმა ქვეყნის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტის ჩამოვარდნის გამო საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

პოლონეთის პრემიერმა ქვეყნის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტის ჩამოვარდნის გამო საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტის ჩამოვარდნის გამო საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა.

„რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა. ამასთან დაკავშირებით მოვიწვიე საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც თავდაცვის მინისტრი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი უკვე მრავალი საათის განმავლობაში მუშაობენ ადგილზე და სისტემატურად მაწვდიან ინფორმაციას ინციდენტის ყველა გარემოების შესახებ“, - დაწერა ტუსკმა.

ცნობისთვის, გვიან ღამით, როცა რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ სარაკეტო იერიშს ახორციელებდა, პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადიოლოკაციურმა სისტემამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი აღმოაჩინა, რომელიც მოგვიანებით რადარებიდან გაქრა. ცოტა ხნის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ობიექტი პოლონეთის ლიუბლინის რეგიონში ჩამოვარდა.

W trakcie rosyjskiego zmasowanego ataku rakietowego na zachodnią Ukrainę doszło do naruszenia polskiej przestrzeni powietrznej. Zwołałem w związku z tym zespół koordynacyjny z udziałem Ministra Obrony i odpowiednich służb, które od wielu godzin pracują na miejscu zdarzenia i… — Donald Tusk (@donaldtusk) July 30, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები,  ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები, ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

იმედი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი საქმე აღკვეთეს

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი საქმე აღკვეთეს

იმედი

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

იმედი