მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

იმედი|imedinews.ge

ვარშავაში ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საღამოს დასასრულს ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის დაფასთან კვლავ იასპარეზა პოლონელ დიდოსტატებთან, ჰანა ერენსკა-ბარლოსა და აგნიეშკა ბრუსტმანთან ერთად.

„პოლონეთში საქართველოს საელჩოს, ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმისა და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ერთობლივი ორგანიზებით, 30 სექტემბერს მუზეუმში მსოფლიო ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდის, ქალთა შორის ხუთგზისა და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის ცხოვრების, მიღწევებისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებამ საზეიმოდ დახურა პოლონეთის ჭადრაკის ფედერაციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - „History Written with Pieces”.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა დიანა ჟღენტმა მიმართა. ელჩმა ილაპარაკა ნონა გაფრინდაშვილის გამორჩეულ სპორტულ კარიერაზე, მის ისტორიულ გამარჯვებებსა და იმ გარდამტეხ როლზე, რომელიც ქართველი დიდოსტატის სახელს უკავშირდება მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს ღონისძიების თანაორგანიზატორებმა, ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმის დირექტორმა ალექსანდრა ჩეხოვიჩ ვოჟნიაკმა და FIDE-ს გენერალურმა მდივანმა ლუკაშ ტურლეიმ.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დისკუსია ნონა გაფრინდაშვილთან, რომელსაც ქართველი დიდოსტატი ქეთი წაწალაშვილი უძღვებოდა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, თავად ლეგენდარული მოჭადრაკისგან მოესმინა მისი ცხოვრების, სპორტული კარიერის უმნიშვნელოვანესი ეტაპების, ისტორიული გამარჯვებებისა და იმ უნიკალური გამოცდილების შესახებ, რამაც იგი მსოფლიო ჭადრაკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად აქცია.

ნონა გაფრინდაშვილმა პოლონეთთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოგონებები გაიხსენა და ხაზი გაუსვა ჭადრაკს, როგორც ხალხთა, კულტურათა და ქვეყანათა დამაკავშირებელ უნივერსალურ ძალას. საღამოს სიმბოლური ნაწილი იყო ორი ბლიც-პარტია. ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის დაფასთან კვლავ იასპარეზა პოლონელ დიდოსტატებთან, ჰანა ერენსკა-ბარლოსა და აგნიეშკა ბრუსტმანთან ერთად.

ასევე შედგა პარტია პოლონეთში აკრედიტებულ დიპლომატებთან. ლეგენდარულ დიდოსტატს ელჩების გუნდი დაუპირისპირდა, რომელსაც რუმინეთის ელჩი ხელმძღვანელობდა, ხოლო შემადგენლობაში - თურქეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და საქართველოს ელჩები შედიოდნენ.

ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები.

გულწრფელი მადლობა ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმს, FIDE-ს და ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული საღამოს განხორციელებაში წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რომელმაც

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ბიზნესსექტორიდან პარლამენტში - ვინ არის ქეთევან ხუროძე, რომელმაც პარლამენტში მაია ბითაძე შეცვალაBM.GE
  • ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდატვ პირველი
  • სააკაშვილი არ იშლის თავის ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რევანშით, ადამიანი, რომელმაც პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები - ირაკლი კირცხალიარუსთავი 2
  • დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს აიძულა ქორწინება – შსსნეტგაზეთი
რომელმაც →

მსგავსი სტატიები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: 14 წლის წინ სულ რაღაც ერთი წლის შექმნილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩამოაშორა სადისტების და ჯალათების რეჟიმი, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა“

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად, „ენჯეო“ სექტორის სახით, „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად, „ენჯეო“ სექტორის სახით, „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი

იმედი

ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

იმედი